reportiori.ge - დაუჯერებელი ამბავი რუსთავში - სახლში მოულოდნელად გაჩენილი ხანძარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:54
სხვადასხვა
დაუჯერებელი ამბავი რუსთავში - სახლში მოულოდნელად გაჩენილი ხანძარი
ავტორი:
05 ივნისი, 2014. 00:35



რუსთავში, ჭავჭავაძის №6 საცხოვრებელი კორპუსის 38- ბინაში ფოჩხუების ოჯახში, 25 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ხანძარი გაურკვეველ და აუხსნელ ვითარებაში, უკვე მესამედ გაჩნდა.

 

რუსთაველები ამბობენ, რომ ბინაში ცეცხლს უჩინარი ჭინკა აჩენს, ის წელში მოხრილია და თავზე რქები აქვს. ზოგი იმასაც ირწმუნება, რომ ამ უხილავ ბოროტ არსებას მხოლოდ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, 11 წლის გოგონა ხედავს, თუმცა თავიდან მისი არავის სჯეროდა, მოგვიანებით კი, როდესაც სახლში ხანძარი პირველად გაჩნდა და ოჯახის საკურთხებლად სასულიერო პირი მიიყვანეს, ლოცვის კითხვის დროს უჩინარი ჭინკა მამაომაც დაინახა. ამ დროს კარადაში ტანსაცმელი აალდა და მამაომ ეს საკუთარი თვალით იხილა.

 

ოჯახის დიასახლისის მადონა ფოჩხუას დედა რიმა მეგრელიშვილი, ბინაში მომხდარ ამბებს დეტალურად ყვება და ამბობს, რომ მსაგავსი რამ, მისთვის სხვას რომ მოეყოლა, გიჟად შერაცხავდა.

 

"დღეს სახლში ვიყავი მე, ჩემი შვილიშვილი, სიძის მამიდა და მამიდაშვილი. აივანზე ვისხედით. მას შემდეგ, რაც 25 მაისს პირველად გაჩნდა ცეცხლი, ოთახებს ვაკონტროლებდით, კვლავ რამე რომ არ მომხდარიყო. დამწვრის სუნი ვიგრძენით, ოთახში შევედით და იქ უკვე ყველაფერს ცეცხლი ეკიდა. პირველად რომ ცეცხლი გაჩნდა, მაშინაც შევესწარი ყველაფერს. ჩემმა ქალიშვილმა 25 მაისს დამირეკა, ფარდაა ჩემს ოთახში დამწვარი და მეშინია, ნეტა, რა არისო. გამოვიქეცი მაშინვე, ვერაფერი ვერ ვიპოვეთ ისეთი, რომ გვეთქვა, ამისგან დაიწვაო. ამ საუბარში ვიყავით, ჩემი მეორე გოგონა შევიდა საძინებელში და ყვირის, ხანძარი მძვინავრებს, ჩქარა მიშველეთო. მოვიდა სახანძრო, ვუყვებით ამბავს და რა თქმა უნდა, დაუჯერებელი იყო ჩვენი საუბარი მათთვის იმაზე, რომ არავინ იყო ოთახში და ცეცხლი თავისით გაჩნდა. ცეცხლი ეკიდებოდა თავისით ნივთებს, ყველა პირჯვარს იწერდა. სახლის საკურთხებლად მამაო მოვიყვანეთ, ლოცვებს რომ კითხულობდა, კარადა, სადაც ტანსაცმელი იყო, უცებ აალდა. მამაო ეძგერა და ჩააქრო. მეორედ ეს კვირას, 1 ივნისს განმეორდა", - ამბობს რიმა მეგრელიშვილი.

 

დღეს, ხანძრის დროს ჭავჭავაძის ქუჩაზე იყო მამა საბა ტუღუში, რომელიც მისივე თქმით, ფოჩხუების ოჯახის უფროსის კლასელი და ახლობელია.

 

ლოცვა ყველაფრის მკურნალია. აქ ჩვენი მხრიდან უფრო მეტი იყო გასაკეთებელი, მაგრამ ესე მოხდა, რომ ცეცხლი კვლავ გაჩნდა და დაიწვა ყველაფერი. როცა ლოცვებს კითხულობენ, ცეცხლი არ ჩნდება. ოჯახის უფროსი ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარია. ცეცხლის გაჩენა ყველაფერს შეუძლია, არსებობს ქიმიური შენაერთები, რომელსაც აალება შეუძლია...", - აცხადებს მამა საბა.

 

ჭავჭავაძის №6 სახლის მაცხოვრებლები დღეს ეზოში იყვნენ შეკრებილები და ერთმანეთს მწვანე, რქებიანი და წელში მოხრილი უხლავი არსების შესახებ ამბის დეტალებზე უყვებოდნენ.

 

ერთ-ერთმა შეშინებულმა ქალბატონმა კი ცრემლიანი თვალებით თქვა, იმათი სახლი სულ დიწვა და ახლა ალბათ ჩვენს სახლებში გადმოინაცვლებსო.



Ambebi.ge

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016