reportiori.ge - KFW-ს მხარდაჭერით კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელები მოეწყობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 06:05
რეგიონები
KFW-ს მხარდაჭერით კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელები მოეწყობა
05 ივნისი, 2014. 11:31


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკთან (KFW) ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტი კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინტეგრირებული მართვისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაფინანსებას ითვალისწინებს.


გერმანიის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ევა ვიტმა და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ოფისის ინფრასტრუქტურის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არნე გუსმა.


დოკუმენტი გაფორმდა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკსა და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას" შორის მიღწეული შეთანხმების ჩარჩოებში, რომელიც, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტების განხორციელებას გულისხმობს.


წინასწარი კვლევის საფუძველზე, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში უნდა აშენდეს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარიული ნაგავსაყრელები და დაიხუროს მოქმედი, ძველი ნაგავსაყრელები. პირველ ეტაპზე გამოყოფილი 800 ათასი ევროს მოცულობის გრანტით სწორედ პროექტის რეალიზებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაფინანსდება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016