reportiori.ge - საიდუმლო სამარხი 800-მდე პატარის გვამით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 15:10
სხვადასხვა
საიდუმლო სამარხი 800-მდე პატარის გვამით
05 ივნისი, 2014. 11:16


800-მდე ახალშობილის სხეული იპოვეს დამარხული ბეტონის რეზერვუარში იმ სახლის გვერდით, სადაც ადრე უქმრო ქალთა საცხოვრებელი იყო. როგორც აღმოჩნდა, აქ  36 წლის განმავლობაში მკვდარ ახალშობილებს მარხავდნენ. სახლი ირლანდიაში იყო, გოლუეის საგრაფოში. არსებობს ეჭვი, რომ აქ არის დამარხული 796 ბავშვის გვამი სადგომის გარეშე.


არც ისე დიდი ხნის წინ ნაპოვნი ანგარიშების მიხედვით, ბავშვების უმეტესობა შიმშილისგან გარდაცვლილა, ზოგი პნევმონიის, ტუბერკულიოზის და სხვადასხვა დაავადებების გამო. ისინი უბრალოდ, ერთ ორმოშია ჩაყრილი. არ გააჩნია არც დაფა, სადაც გვარი და სახელი იქნება აღნიშნული და არც არანაირი ნიშანი, რომ ამოცნობა იყოს შესაძლებელი. ეს ადგილი ახლა რაღაც შენობებითაა შემოსაზღვრული. ერთი იქ მცხოვრები ბიჭის ნათესავი უილიამ დოლანი ოფიციალურად მიმართავს პოლიციას და ითხოვს სიკვდილის დამადასტურებელ ცნობას, რასაც ვერ აძლევენ. ერთ-ერთი გათვითცნობიერებული მოწმის ცნობით, მხოლოდ 796 ჩანაწერი არსებობს, მაგრამ ზოგი უკვალოდაა დაკარგული.


როგორც Intermedia.ge" წერს, საფლავის არსებობა საერთოდ მივიწყებული ჰქონდათ. ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალმა ეკატერინე გორლესმა გაიხსენა და აცხადებს, რომ ხალხი დაინტერესებულია ამ ბავშვების ბედით და ეძებს მონაცემებს მათ შესახებ. ჩანაწერების მიხედვით, მარტოხელა დედამ ბრიჯიტ დოლანმა ორი ვაჟი გააჩინა, რომლებიც ამ ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ. ორივე ძმა გარდაიცვალა. ერთი ტიფისგან, მეორის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მათი ნათესავი ეძებს მეორე ძმას და იმედოვნებს რომ ცოცხალია. გარდაცვლილი პატარების ასაკი სამი კვირიდან 13 თვემდეა. საფლავს დიდი ცემენტის ფილა აფარია წარწერების გარეშე. აქ მცხოვრები ზოგიერთი ბავშვი გადარჩა. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ პატარები საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ, ტანისამოსს რამდენიმე კვირაში ერთხელ იცვლიდნენ. საჭმელს საშინელი გემო ჰქონდა, მაგრამ შიმშილით სიკვდილს სჯობდა. მონაზვნები ძალიან იშვიათად ჰბანდნენ და ისიც ცივ წყალში, ამიტომ დღემდე ეჯავრება ისინი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016