მათთვის, ვისაც კარვით მოგზაურობა უყვარს, კომპანია „LEAPfactory"-ს დიზაინერებმა უჩვეულო, მთაში დასასვენებელი შექმნეს. ინტერნეტჟურნალი „Apostol"-ის ინფორმაციით, ჰოსტელი „Bivacco Gervasutti" მონბლანზე ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე მდებარეობს.
მისი შემქმნელების განცხადებით, უჩვეულო დიზაინის სასტუმრო არა მხოლოდ ტურისტებისათვის იქნება მიმზიდველი, არამედ კარგი თავშესაფარი აღმოჩნდება გზააბნეული მთამსვლელებისათვის.
მონბლანი („თეთრი მთა") დასავლეთ ალპებში, საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე, მდებარეობს და ყველაზე მაღალი მწვერვალია დასავლეთ ევროპაში (4808 მ). მონბლანის ქვეშ გაყვანილია 11,6 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბი, რომელიც საფრანგეთსა და იტალიას აერთებს. მონბლანის დასავლეთ კალთის ძირში, საფრანგეთის მხარეს, მდებარეობს განთქმული სამთო-სათხილამურო კურორტი შამონი, სადაც ისტორიაში პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართა.