reportiori.ge - შსს–ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:03
სამართალი
შსს–ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 12:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი, 1962 წელს დაბადებული კატიბ ბაბაევი. ამჟამად იგი დაკავებულია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კატიბ ბაბაევმა, რომელიც მუშაობდა გარდაბნის რაიონის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში, მასზე კანონით მინიჭებული უფლებამოსილების დარღვევით და პირადი გამორჩენის მოტივით, ამავე რაიონში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეს, რეზერვისტის დროებითი მოწმობის, ე.წ. „სამხედრო ბილეთის" გაცემის სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 300 ლარი.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016