reportiori.ge - შსს-მ რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:48
სამართალი
შსს-მ რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 12:18

თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული ირაკლი გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ირაკლი გ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის 3 ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 31 ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია: რუსული წარმოების, „ტოზის" ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, 7 საბრძოლო ვაზნა და 1 არგენტინული წარმოების ბარაბნიანი პისტოლეტი.

სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ირაკლი გ-ს საცხოვრებელი სახლიდან 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი" ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილებით). 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016