reportiori.ge - 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:59
სხვადასხვა
6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
06 ივნისი, 2014. 10:57



ვერძი

უსიამოვნო სიტუაციის დასაძლევად და კონფლიქტის ასარიდებლად იუმორის გრძნობა გამოიყენეთ. ატმოსფერო შეიძლება მოულოდნელად დაიძაბოს. თქვენ კი ეცადეთ, კეთილი ხუმრობებით განმუხტოთ ვითარება.

 

 

კურო

ნუ გაუზიარებთ გარშემო მყოფებს თქვენს იდებს, საიდუმლოებებს ნუ გაანდობთ, ნუ იტრაბახებთ საკუთარი მიღწევებით. მათ შეიძლება არასწორად გაგიგონ და ამით სერიოზულად დაზარალდეთ.

 

ტყუპი

დღეს იღბალი გაგანებივრებთ, – იმას მიიღებთ, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. გაგიმართლებთ როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში.

 

კირჩხიბი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ მთელ თანხას დღესვე ნუ დახარჯავთ. მოაგვარეთ მატერიალური საკითხები, დაგეგმეთ ბიუჯეტი.

 

ლომი

მგზავრობა, ქალაქგარეთ გამგზავრება განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და ახალი იდეებითაც აგავსებთ. მოერიდეთ უცხოებთან პირად საკითხებზე საუბარს.

 

ქალწული

დიდი ხნის უნახავმა მეგობარმა შეიძლება საინტერესო იდეა გაგიზიაროთ. სანამ ახალ საქმეში ჩაერთვებოდეთ კარგად გაარკვიეთ თქვენი მოვალეობები. ისე არ გამოვიდეს, რომ ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი გახდეს, წარმატება კი სხვას ერგოს.

 

სასწორი

დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ეცადეთ გამოიყენოთ შანსი, რადგან დღეს უარს არავინ არაფერზე არ გეტყვით. ყველაფერი გამოგივათ, მთავარია, გადადგათ პირველი ნაბიჯი.

 

მორიელი

კარგი დღეა ნივთების შესაძენად, გასაყიდად. შეიძლება ან უსარგებლო ნივთისგან გათავისუფლდეთ, ან შეიძინოით ის, რაზეც დიდხანს ოცნებობდით.

 

მშვილდოსანი

უამრავი საბუთის შევსებაგაფორმება მოგიწევთ. ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ციფრებს.

 

თხის რქა

საკუთარი ისტორიები, თავგადასავლები თქვენთვის შეინახეთ, არავის გაუმხილოთ, ყველა ისე ვერ გაგიგებთ, როგორც მოყვებით და შეიძლებება გარშემო მყოფთა დასაცინი გახდეთ.

 

მერწყული

საკუთარი იდეები დღეს გავლენიან ადამიანებს, უფროსს გაუზიარეთ. შეანსი გაქვთ ახალ საქმიანობაში ჩაერთოთ და კარიერულ წარმატებასაც მიაღწიოთ.

 

თევზები

 

დროა, მომავალზე დაფიქრდით. დაგეგმეთ შვებულება, მოგზაურობა, დაჯავშნეთ სასტუმრო, აწარმოეთ მოლაპარაკება პარტნიორებთან. თქვენი აქტიურობა წარმატებას მოგიტანთ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016