reportiori.ge - დავით ლორთქიფანიძე: ვანში მომხდარ აფეთქებას 25 წლის ბიჭი შეეწირა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:45
რეგიონები
დავით ლორთქიფანიძე: ვანში მომხდარ აფეთქებას 25 წლის ბიჭი შეეწირა
06 ივნისი, 2014. 12:15



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემრეპორტიორთანსატელეფონო საუბარში ვანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ოჯახს სადაც აფეთქება მოხდა ბოლო პერიოდის განმავლობაში ატერორებდნენ და დისკომფორტს უქმნიდნენ.

 

სოფელ ზედა ვანში აფეთქება მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა გიორგი თვალარბეიშვილის სიცოცხლე შეეწირა. ოჯახის წევრების თქმით, მათი მისამართით ხდებოდა ზეწოლა და ოჯახის წევრებს ატერორებდნენ.

 

ლორთქიფანიძის თქმით, რაიონიდან დაბრუნებულმა გიორგიმ ეზოში შემთხვევით აღმოაჩინა ნივთი, რომელიც ჩათვალა, რომ იყო მანქანის ნაწილი და მისი გასინჯვის მიზნით შეაერთა აკუმულიატორზე, რამაც აფეთქება გამოიწვია და ფატალური შედეგით დასრულდა.

 

იყო სხვადასხვა ვერსიები გავრცელებული, თითქოს გაზის ბალონი აუფეთქდა მანქანაში, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეზოში ნაპოვნი, ცელოფანში ჩადებული ნივთი აფეთქდა, რის შედეგადაც გიორგი ადგილზევე გარდაიცვალა.“

 

დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ჩასულები არიან შესაბამისი სპეც სამსახურები, ექსპერტიზა ჩაუტარდება გარდაცვლილის გვამს და დაადგენს თუ რამ გამოიწვია რეალურად ეს აფეთქება, რომელმაც სიცოცხლე მოუსწრაფა ახალგაზრდა, 25 წლის ბიჭს.

 

 

მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლის მოსპობის მუხლით არის აღძრული.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016