reportiori.ge - ნინი ცნობილაძე: სექსუალური იმიჯი არ მომიხდებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:41
ინტერვიუ
ნინი ცნობილაძე: სექსუალური იმიჯი არ მომიხდებოდა
06 ივნისი, 2014. 15:55



მომღერალი ნინი ცნობილაძე სამომავლო გეგმების და სხვადასხვა თემაზე თავისი შეხედულებების შესახებ „რეპორტიორს“ ესაუბრება:

 

 

-ნინი, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

-ჩემი სამომავლო გეგმები არ შეცვლილა. ივლისში სწავლას ვამთვარებ. დიპლომს ავიღებ თუ არა, მერე უკვე საზღვარგარეთ გავაგრძელებს საქმიანობას. რა თქმა უნდა, სიმღერის პარალელურად.

 

 

 

- ზაფხული დაგეგმეთ უკვე?

 

- ზაფხულს რამდენჯერაც ვგეგმავ, მერე აუცილებლად მეცვლება გეგმები. ამიტომ გადაწყვიტე, სადაც ჩემს მეგობრებს მოუნდებათ წასვლა, მეც იქ ვიქნები. აუცილებლად საზღვარგარეთ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი.

 

 

 

- შეცვალეთ გარდერობი ზაფხულის დადგომასთან ერთად?

 

- ზაფხულთან ერთად , რა თქმა უნდა, გარდერობი გახალისდა ფერებით და სიჭრელით. იმიჯში დიდი ცვლილებები არ შემიტანია. ისედაც, მიმაჩნია, რომ ყოველდღიური იმიჯი განსაკუთრებული არ უნდა იყოს და არც მაქვს. ძალიან ჩვეულებრივი სტილი მაქვს. სცენაზე კი ცოტა განსხვავებული.

 

 

 

- პროფესიული ზრდისთვის რა ძალისხმევას მიმართავთ?

 

- პროფესიულად მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით შემოვიფარგლები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან რთული გზა მელის. წარმატებისთვის მზად ვარ ყველაფერს გავუძლო. სახლში ჯდომით წარმატება არ მოდის. საქართველოშიც არ არის იმის საშუალება ხალხს ხშირად მოასმენინო შენი შემოქმედება. ყველაზე მეტად კი სცენა გზრდის.

 

 

- რა მოგწონთ და არ მოგწონთ თანამედროვე ქართველ შემსრულებლებში?

 

- ჩემგან ცოტაზედმეტია ამის შეფასება, მაგრამ მაინც გავბედავ: ყველაზე მეტ ყურადღებას სიმღერის დროს აქცენტი იქცევს, აგრეთვე აკლიათ ღიმილი და გადმოცემის უნარი. სიმღერით ხომ რაღაც გარკვეული ისტორია უნდა მოყვე და ზოგმა ტექსტის შინაარსიც არ იცის რას ნიშნავს. მე პირადად ვერასდროს ვერ ვიმღერებ სიმღერას, თუ არ ვიცი რაზე ვმღერი და სად რა აქცენტი უნდა გაკეთდეს.

 

 

- რა იმიჯს არ მოირგებთ არასდროს, რა სიმღერას არ შეასრულებთ?

 

 - ამაზე არც მიფიქრია... ბევრი სიმღერაა, რაც ჩემს თაობას არ უხდება,  ძალიან ბევრს ჯერ არ შევასრულებ. იმიჯს რაც შეეხება, ჯერჯერობით ექსპერიმენტები არ დამიწყია ჩემს თავზე, მაგრამ ზუსტად ვიცი, სექსუალური იმიჯი არ მომიხდებოდა. დრო რომ გავა, მერე კიდევ შეიძლება ამგვარი იმიჯი მოვირგო, მაგრამ ახლა-არა.

 

 

- რა მოგწონთ და არ მოგწონთ თანამედროვე თაობაში?

 

 - ძალიან მომწონს თანამედროვე თაობაში ის, რომ შედარებით დამოუკიდებლები არიან. მაგრამ დამოუკიდებლობაც განათლებიდან მოდის. ძალიან სამწუხაროა რომ განათლების დონე დაბალია.

 

 

- რომელია თქვენი საოცნებო სცენა?

 

 - თუ ოცნებაა, ოცნება იყოს: ჩემი საოცნებო სცენაა გრემის დაჯილდოების ცერემონიალი. დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი. ან ოსკარის დაჯილდოებისას. ყველა სცენა საოცნებოა.

 

 

- მომღერლის გარდა, რა პროფესიის იქნებოდით?

 

 - მსახიობიც დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი და გამომძიებელიც. ოღონდ არა-საქართველოში.

 

 

- როგორ შეაფასებთ საკუთარ თავს, რამდენად მიზანდასახული ხართ?

 

 - ჩემი თავის შეფასება უკვე რაღაც დონეზე შემიძლია... ჩემი აზრით, ძლიერი ადამიანი ვარ, რადგან ძალიან ბევრ პრობლემას მარტო ვუმკლავდები. არასდროს არ მინდა რამე პრობლემას გვერდი ავუარო. პირიქით, მიყვარს სირთულეები. მერე ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. მიზანდასახულიც ვარ და ჩემს გზას არ გადავუხვევ.

 

 


ინი ცნობილაძე იურმალას კონკურსის შესარჩევ ტურზე ნუცა ბუზალაძესთან ერთად იღებდა მონაწილეობას. იურმალას კონკურსზე ნუცა ბუზალაძე გადის.

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016