reportiori.ge - დევდორაკის ხეობაში განთავსებულმა დაკვირვების პუნქტმა მყინვარზე სეისმური ბიძგები დააფიქსირა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:37
რეგიონები
დევდორაკის ხეობაში განთავსებულმა დაკვირვების პუნქტმა მყინვარზე სეისმური ბიძგები დააფიქსირა
ავტორი: ანა ნოდია
06 ივნისი, 2014. 16:36



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებარეპორტიორს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მიაწოდა.

 

„დღეს დევდორაკის ხეობაში განთავსებულმა სისტემური დაკვირვების პუნქტმა მყინვარზე  მცირე სიძლიერის სეისმური ბიძგები დააფიქსირა.

 

ამ დრომდე, დამეწყრილ ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, 170 პირი მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

 

ნებისმიერი გართულების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო შტაბმა  სამუშაოების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

 

ამ ეტაპზე, შესაბამისი სპეციალისტების მიერ  გრძელდება მყინვარზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება. მათი განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და სიტუაციის დარეგულირებისთანავე სტიქიის ზონაში დროებით შეჩერებული სამუშაოები კვლავ აღდგება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016