reportiori.ge - აქცია ზუგდიდში: „გუნავა მკვლელია, პაატა ქარდავას სისხლშია გასვრილი“ (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:41
რეგიონები
აქცია ზუგდიდში: „გუნავა მკვლელია, პაატა ქარდავას სისხლშია გასვრილი“ (ვიდეო)
06 ივნისი, 2014. 17:12



ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხმაურიანი აქცია გაიმართა. ოფისთან 2008 წლის 27 აგვისტოს მოკლული პაატა ქარდავას ოჯახის წევრები და ნათესავები შეიკრიბნენ.

 

მათ პრეტენზიები „ნაციონალური მოძრაობის” გამგებლობის კანდიდატ თენგიზ გუნავასთან ჰქონდათ, რომელიც მაშინ სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო.

 

აქციის მონაწილეებინაციონალებისოფისთან სკანდირებენ გუნავა მკვლელია, პაატა ქარდავას სისხლში გასვრილია.

 

აქციის მონაწილეები გუნავასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას დასჯასაც ითხოვენ. ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 

ნაციონალებიმომხდარს პროვოკაციას და ხელისუფლებისგან მართულს უწოდებენ, აქციის მონაწილეები კი ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გუნავას ჩადენილი დანაშაულისთვის უპისპირდებიან.

 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობაში ოჯახი თენგიზ გუნავასაც ადანაშაულებს და მის დასჯას ითხოვს. ქარდავა 2008 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. საქმის გახსნის შესახებ შსს-მ განცხადება გუშინ გააკეთა.

 





 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016