reportiori.ge - უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ადიგენის რაიონის გამგებელი დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:48
სამართალი
უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ადიგენის რაიონის გამგებელი დააკავეს
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 13:07

უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ადიგენის რაიონის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავეს.აღნიშნული ინფორმაცია ადიგენის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა ტელეკომპანია "პირველ არხთან" საუბრისას დაადასტურა.

არსებული ინფორმაციით, გამგებელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მიმარეთის დემონტაჟის გამო მეორე დღეა ვითარება დაძაბულია. მინარეთის დემონტაჟის პროცესში სამართალდამცველებისთვის გაწეული წინააღმდეგობის და მათთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებაში ხელის შეშლის ბრალდებით ათობით ადილობრივი მუსლიმი დააკავეს.

დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მეორე დღეა ახალციხის პოლიციის განყოფილებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეთა თქმით, მანამ არ დაიშლებიან, სანამ ყველა დაკავებული არ გათავისუფლდება. დაპატიმრებულთა ნაწილი გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს,  9 პირი კი, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მათგან 6-ს ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებენ, 3 კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016