"რეპორტიორის" თვალით...
ცხოვრება ვაგონში
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი
06 ივნისი, 2014. 21:40
ცხოვრება ვაგონში - ყურაძეების შვიდსულიანი ოჯახი ათი წელია კინოსტუდიის ეზოში ძველ ვაგონში ცხოვრობს. ოჯახს მუდმივი შემოსავალი არ გააჩნია და თავს სოციალური დახმარებით ირჩენს. მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო შვილები უმეტეს დროს რაიონში, ნათესავებთან ატარებენ.
ვაგონში ათწლიანმა ცხოვრებამ კვალი ოჯახის დიასახლისს, ქალბატონი იამზეს ჯანმრთელობასაც დაამჩნია. დიასახლისი მძიმე საცხოვრებელი პირობების მიუხედავად ოპტიმიზმს არ კარგავს და ამბობს, რომ საქართველოში მასზე გაჭირვებული ადამიანებიც არსებობენ.
ოჯახი ამბობს, რომ მათი ერთადერთი ოცნება საკუთარი სახლის შეძენაა. შესაბამისი თხოვნით მერიას და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასაც მიმართეს, თუმცა შედეგი არ მიუღიათ.
18 იანვარი, 2016. 18:04
19 დეკემბერი, 2015. 20:49
18 დეკემბერი, 2015. 19:46
15 დეკემბერი, 2015. 23:50
25 ნოემბერი, 2015. 18:36
22 ნოემბერი, 2015. 15:24