reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არის უნიკალური შანსი ყველა დამწყები ბიზნესმენისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 18:11
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არის უნიკალური შანსი ყველა დამწყები ბიზნესმენისთვის
07 ივნისი, 2014. 12:45


სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მეწარმეებს ახალი სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. დღევანდელ შეხვედრას დაესწრო 400-მდე მეწარმე და ბიზნესმენები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, დღეს გაიმართა შეხვედრა ბიზნესის ძალიან ფართო წრეების წარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრეს პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში".


დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მოვიდა. ამ შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. თქვენ ნახეთ, რომ დარბაზში ადგილები არ იყო და ხალხი ფეხზე იდგა. ძალიან ბევრი შეკითხვა იყო ტექნიკურ საკითხებზე. მინდა ვთქვა, რომ ეს პროგრამა არის მართლაც უნიკალური შანსი ყველა დამწყები ბიზნესმენისთვის, რომ საკუთარ გეგმებს ხორცი შეასხან და ჩამოაყალიბონ ახალი საწარმო ობიექტები, როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო მიმართულებით. ამიტომ, ვთვლი, რომ ძალიან საჭირო და პროდუქტიული შეხვედრა იყო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და ა.შ. პროგრამის ბიუჯეტია 46 მილიონი ლარი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016