რეგიონები
შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ ქალბატონებთან შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი, 2013. 16:40
შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ ქალბატონებთან არასამთავრობო ორგანიზაცია "გორის გენდერული რესურს-ცენტრისა" და ქალთა საკონსულტაციო ცენტრ "სახლის" წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი გენდერული თანასწორობის, ოჯახური ძალადობის, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საკითხებსა და ამასთან დაკავშირებული პრობლემების ფსიქოლოგიურ ასპექტებს შეეხო. პრობაციის ეროვნული სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საგანმანათლებლო-საინფორმაციო ღონისძიებებს სისტემატურად მართავს, რაც პირობით მსჯავრდებულებს საზოგადოებასთან რეინტეგრაციაში ეხმარება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57