reportiori.ge - დარიალის ხეობაში სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:37
რეგიონები
დარიალის ხეობაში სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა
08 ივნისი, 2014. 11:54



... სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ, დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლა. დევდორაკის ხეობაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე.

 

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, მიმდინარეობდა მყინვარწვერის, დევდორაკისა და ამალის ხეობების და  მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება და  ინფორმაციის ანალიზი.

 

მონაცემების განზოგადებისა და ვიზუალური და ფოტო დაკვირვებების შედეგების შეჯერების შედეგად, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დარიალის ხეობაში სამუშაოების განახლების თაობაზე.

 

როგორც ცნობილია, 17 მაისიდან დევდორაკის ხეობაში მიმდინარეობს სტიქიური მოვლების სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოები, სადაც მობილიზებულია 70 მძიმე ტექნიკა და სხვადასხვა უწყების 200-მდე თანამშრომელი.

 

ამ დროითვის, უწყვეტ რეჟიმში, სპეციალურად შექმნილი სამეცნიერო ჯგუფის მიერ, გრძელდება მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება. შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და სასაზღვრო პოლიციის ძალებით მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის მუდმივი მონიტორინგი.

 

 

ხეობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა უწყებების წარმოადგენლები, 24 საათიან რეჟიმში, ახორციელებენ კომპლექსური ღონისძიებებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი გართულება და გათვალისწინებული იქნას ნებისმიერი მინიმალური რისკი.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016