reportiori.ge - ცესკო-მ მარნეულში "ნაცმოძრაობის" კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი უთხრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:35
რეგიონები
ცესკო-მ მარნეულში "ნაცმოძრაობის" კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი უთხრა
08 ივნისი, 2014. 13:32



ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მარნეულის გამგებლობის კანდიდატს "ნაციონალური მორაობიდან" რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ცესკო- 13 ხმით 8-ის წინააღმდეგ ძალაში დატოვა მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ახმედ იმამულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა და იგი არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

 

გადაწყყვეტილებას სხომაზე ხმაურიანი განხილვა უძღოდა წინ. საქმეზე მოწმეების სახით დაიკითხნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც, რომლებმაც ცესკო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულეს.

 

ხმაური და კამათი ცესკო-ში გვიან ღამემდე გრძელდებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილმა დარბაზი საკითხის კენჭისყრამდე დატოვა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ახმედ იმამულიევს ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია.

 

ცესკო- გადაწყვეტილებას მარნეულის გამგებლობის კანდიდატთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოში გაასაჩივრებს. პარტია შესაბამისი მტკიცებულებებით სასამართლოს ხვალ მიმართავს.

 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ცესკო- ისევე, როგორც მარნეულის საოლქო კომისიამ, ახმედ მამკულიევთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არანაირი დოკუმენტაციით არ მტკიცდებოდა, რომ მარნეულში პარტიის გამგებლობის კანდიდატი საქართველოში არ ცხოვრობდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად შეიძლება ჩათვლილიყო.

 

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ცესკო- გადაწყვეტილების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016