reportiori.ge - აშშ საქართველოსთვის დამატებით 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:57
ეკონომიკა
აშშ საქართველოსთვის დამატებით 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფს
08 ივნისი, 2014. 17:02



აშშის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოსთვის დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას დაჰპირდა. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"აშშ- საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძლიერი მხარდმჭერია, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს უსაფრთხოება და წინააღმდეგობა გაუწიოს გარე ზეწოლას. ამ მიზნების მხარდასაჭერად, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან 7 ივნისს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა დამატებით 5 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ. აღნიშნული თანხით დახმარება გაეწევა ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბორდერიზაციით დაზარალდნენ, ასევე, დახმარება მოხმარდება რეგიონში დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ეროვნულ უსაფრთხოებას, ეს დაეხმარება საქართველოს მთავრობას, გაატაროს რეფორმები სამართლებრივი ინსტიტუტების გასაძლიერებლად", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დახმარების ნაწილი ასევე მოხმარდება ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების მონიტორინგს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დახმარებას წინ ჯონ კერის მიერ გამოცხადებული 1,5-მილიონიანი დახმარება უძღოდა, რომლის შესახებაც მან საქართველოს-ამერიკის სტატეგიული პარტნიორიობის შეხვედრაზე 26 თებერვალს განაცხადა.

 

"საერთო ჯამში აშშ-ის მიმდინარე წელს საქართველოსთვის გაწეული აქვს 65-მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება", - ნათქვამია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016