reportiori.ge - ქართულ კულტურას დუბლინში 100 ათასი ადამიანი გაეცნო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 21:39
კულტურა
ქართულ კულტურას დუბლინში 100 ათასი ადამიანი გაეცნო
08 ივნისი, 2014. 17:04



საქართველო დუბლინში გამართულ გემების ფესტივალზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი შეხვდა ქალაქ დუბლინის მერს - ლორდ ოიშინ ქუინსა და ირლანდიის ტრანსპორტის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრ ლეო ვარადკარს. შეხვედრაზე ფოთისა და დუბლინის პორტების სამომავლო დამეგობრების საკითხზე ისაუბრეს.

 

დუბლინში მასპინძელ ქვეყანას - საქართველოს ეროვნული კულტურის მრავალფეროვნების წარმოჩენის საშუალება მიეცა. მოეწყო ტრადიციული ხალხური რეწვის გამოფენა - კერამიკა, ნაქარგობა, ჭედურობა, სამუზეუმო მინაბაძები, ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრა და სხვა.

ფესტივალზე დამსწრე ათიათასობით სტუმარს ქართველმა ოსტატებმა ადგილზე უჩვენეს თუ როგორ მზადდება: ქართული თიხის ქოთანი, ბატიკა, თექა, მინანქარი და სხვა. გემების ფესტივალის ფარგლებში, ასევე მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია და ყველის გამოფენა.

ფესტივალზე საქართველოს კულტურის წარმოსაჩენად სპეციალურად დაუთმეს XIX საუკუნის დანიური ფრეგატი, რომელიც მთლიანად ქართული ჰერალდიუკური ნიმუშებით, მათ შორის ვახტანგ VI-სა და დავით აღმაშენებლის დროშებით იყო გაფორმებული.

ფესტივალზე ევროპელი მაყურებლის წინაშე დიდი წარმატებით წარსდგნენ ანსამბლები: "სუხიშვილები", "რუსთავი", ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები".

კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა ხელოვნების სასახლის კოლექციების გამოფენები.

პროგრამის ფარგლებში აჩვენეს თინთან გურჩიანის ფილმი "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს."

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფესტივალს დაესწრო და ქართულ კულტურას გაეცნო 100 000-ზე მეტი მაყურებელი.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016