შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით, მწერალთა სახლში აკაკი წერეთლის დაბადების 174 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
თსუ-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა არქივებსა და მუზეუმებში დაცული ახლად გამოვლენილი მასალები: აკაკის ნაწარმოებების უცნობი ავტოგრაფები, ლექსები, პოემა, პუბლიცისტური წერილები, დოკუმენტები, პირადი მიმოწერა.
ასევე, გაიმართება შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის პირველი ხუთი ტომის პრეზენტაცია. აკადემიური გამოცემა მზადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით; მრავალტომეულის IV და V ტომები დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.