reportiori.ge - მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პირობით ვადაზე ადრე 26 პირი გათავისუფლდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:58
სამართალი
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პირობით ვადაზე ადრე 26 პირი გათავისუფლდება
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 15:20

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, პირობით ვადაზე ადრე 26 პირი გათავისუფლდება.

კომისიის გადაწყვეტილებით, მსჯავრი გაუუქმდა და ნასამართლობა მოეხსნა 7 ხანდაზმულს, 15 ქალს და 4 სოციალურად დაუცველს.

კომისიის რიგგარეშე სხდომაზე კომისიამ სულ პრობაციის ბიუროების 80 შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 10 პირს აღუდგინა „ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ" კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

შუამდგომლობების განხილვისას, კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა ინდივიდუალური შეფასების შედეგად გამოვლენილი დაბალი რისკის მქონე პირობით მსჯავრდებულთა შუამდგომლობებს.

როგორც კომისიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, მაღალი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, კომისიამ ვერ დააკმაყოფილა იმ პირთა განცხადებები, რომლებიც წარსულში არიან ნასამართლევი და საპრობაციო რეჟიმი მრავალჯერ აქვთ დარღვეული.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორისწარმომადგენლები. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016