რეგიონები
ანატოლი ბიბილოვი: მალე რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე მუშაობას დავიწყებთ
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
09 ივნისი, 2014. 11:19
ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ერთიანი ოსეთი" დარწმუნებულია, რომ მეექვსე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ფრაქციას შექმნის და ოსი ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს განახორციელებს.
პარტიის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის თქმით, პარტიას გაუჩნდა შესაძლებლობა წინასაარჩევნო პროგრამის ყველა პუნქტი და ყველა დაპირება შეასრულოს. პარტია კორუფციასთან სასტიკ ბრძოლას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის განვითარებას გეგმავს.
„თუმცა მთავარი მისწრაფება, რის გამოც „ერთიან ოსეთს" ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა, სასწრაფოდ რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ, მთელი ძალისხმევა ამ მიზნის მიღწევას მოვახმაროთ. ამაზე მუშაობას მალე დავიწყებთ", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57