reportiori.ge - დღეს იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გამართულ აქციაზე პოლიციის უფროსის დაპატიმრებას მოითხოვდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:04
რეგიონები
დღეს იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გამართულ აქციაზე პოლიციის უფროსის დაპატიმრებას მოითხოვდნენ
09 ივნისი, 2014. 12:52


აქციის მონაწილეები პოლიციის უფროსის ზაზა ჩუბინიძის დაპატიმრებასა და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ლიპარტელიანის და თემურ ქურასბედიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ.


მათი თქმით, კომპანია „ბევერლი ჯგუფის" თანამშრომლები ლიპარტელიანი და ქურასბედიანი იმავე საქმეზე არიან დაკავებულები, რაშიც ბრალი სამხარეო პოლიციის ამჟამინდელ უფროსს ზაზა ჩუბინიძეს ედება. თუმცა, ჩუბინიძემ პროკურატურაზე ზეწოლის შედეგად არათუ საქმიდან გასვლა შეძლო, არამედ მომხდარში მოწმის სახითაც არ ფიგურირებს.


აქციის მონაწილეების თქმით, საქმე ეხება 2010 წელს კომპანია „ბევერლი ჯგუფში" საფინანსო პოლიციის მიერ აღმოჩნილ ფინანსურ დარღვევებს, მაშინ კომპანიის ხელმძღვანელი ზაზა ჩუბინიძე იყო და მას პროკურატურა 800 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, მან საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა შეძლო, პროკურატურამ კი, თაღლითობის მუხლით საქმე ირაკლი ლიპარტელიანისა და თემურ ქურასბედიანის წინააღმდეგ აღძრა.


აქციის მონაწილეების განცხადებით, ჩუბინიძე სამხარეო პოლიციაში მუშაობს და საქმეს 2 თვის მანძილზე თავად იძიებდა.


კომპანიის თანამშრომლები კი 8 თვეა პატიმრობაში იმყოფებიან. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016