მომღერალი ნინი წიკლაური „რეპორტიორთან" ინტერვიუში ქართული შოუ-ბიზნესის პრობლემატიკას შეეხო:
ნინი წიკლაური: „ ყველაზე მეტად მომღერალს მუდმივად მეცადინეობა სჭირდება, რომ ყოველთვის სათანადო სიმაღლეზე იყოს. აუცილებელია თუნდაც დღეში ერთხელ გამების მღერა- ამის გარეშე სხვა ქვეყანაში მომღერალი წარმოუდგენელია. ყველა დიდი მომღერალი ყოველდღიურად მეცადინეობს. ასევე აუცილებელია თავდაჯერებულობა-როცა სცენაზე გადიხარ, იმდენად დარწმუნებული უნდა იყო საკუთარ თავში, რომ მაყურებელიც აიყოლიო. ამ ყველაფრისთვის კი სცენაზე გულწრფელობაა საჭირო. სცენა რენტგენივითაა, ყველა შენს შეცდომას აჩვენებს, იქნება ეს ვოკალური თუ არა ვოკალური. სადაც გეტირება, უნდა იტირო, სადაც გეღიმება, უნდა გაიღიმო და ა.შ.
მინდა ყველამ ყველასთან იმეგობროს და შოუ-ბიზნესი ერთი დიდი ოჯახი იყოს. მართალია, ალბათ ცოტა ზღაპრული სურვილია, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ ხომ ერთ საქმეს ვაკეთებთ და ერთ სცენაზე ვდგავართ. ამიტომ მინდა ყველა ყველასთან მეგობრობდეს."
მომღერალი ცოტა ხნის წინ პროექტ „ორ ვარსკვლავში" ლევან ჯავახიშვილს უწევდა პარტნიორობას.