დედაქალაქის საკრებულოში „ქართული ოცნება" ცვლილებას მოითხოვს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა, დღეს, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 11 ივლისს, საკრებულოში ოპოზიციონერთა, ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების განცხადება შევიდა, რომელშიც ისინი 18 ივლისს საკრებულოში რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვენ. სხდომაზე კი საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენება იგეგემება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ახვლედიანმა განაცხადა, რომ მოთხოვნები იურიდიულად გაუმართავი იყო, ამიტომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოში რიგგარეშე სხდომის ჩატარებას 24 ივლისს სთავაზობს.
„დღის წესრიგში გახლავთ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ყველა კომისიის თავმჯდომარის გადაყენება და ახალი კომისიის თავმჯდომარის არჩევა. მოხდება შერწყმა, დროებითი კომისიის, ერთ-ერთ მუდმივმოქმედ კომისიასთან. იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები." - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისელების" თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ.
როგორც ფრაქცია „ქართული დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ჯაბა სამუშია მიიჩნევს, აღნიშნული დღის წესრიგი კონკრეტულმა პოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია. კერძოდ, პირველ ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ" უმრავლესობა დაკარგა, აქედან გამომდინარე, სამუშია თვლის, რომ საკრებულოს მუშაობაში ახალი რეალობის გათვალისწინება აუცილებელაია.