reportiori.ge - დავით ჩხიტუნიძის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა ექსტრადირების დაჩქარების მოთხოვნით სამართალდამცველ სტრუქტურებს მიმართეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:57
სამართალი
დავით ჩხიტუნიძის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა ექსტრადირების დაჩქარების მოთხოვნით სამართალდამცველ სტრუქტურებს მიმართეს
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 16:46

„იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ათენის ციხეში იმყოფება

საქართველოში დაუყონებლივ უნდა იყოს ექსტრადირებული." -ამ მოთხოვნით დღეს დავით ჩხიტუნიძის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა სამართალდამცველ სტრუქტურებს მიმართეს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ  კრიმინალური ავტორიტეტებისგან დავით ჩხიტუნიძეზე თავდასხმის გამეორების საშიშროება კვლავაც არსებობს. მათივე განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადირების პროცესი შესაძლოა 6 თვე გაგრძელდეს, აქედან გამომდინარე ისინი შესაბამისი უწყებებისგან პროცესი დაჩქარებას მოითხოვენ.

 „დავით ჩხიტუნიძეზე თავდასხმის განხორციელება კვლავაც მოსალოდნელია. ადვოკატების უმთავრესი მოთხოვნა  გახლავთ ის, რომ სასწრაფოდ მოხდეს მისი გადმოყვანა საქართველოს ციხეში და მერე გაირკვეს არის თუ არა ის დამნაშავე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში."- განაცხადა დავით ჩხიტუნიძის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ.

ჩხიტუნიძის თემას დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკუანიც გამოეხმაურა.

ბედის ირონიაა, რომ გირგვლიანის საქმეზე ამ ეტაპზე მხილებული ჩხიტუნიძე ახლა თვითონ გახდა საშველი," - განაცხადა მინისტრმა.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, ექსტრადიციას თავისი ვადები აქვს და მთავარი პროკურატურა ამ საქმეზე მუშაობს.
"მოკლევადიანი ექსტრადიცია არ არსებობს. იმისთვის, რომ საბერძნეთმა გადმოსცეს ესა თუ ის პირი საქართველოს, ამას აქვს დადგენილი ვადები, წესები და მთავარი პროკურატურა ამ საქმეზე მუშაობს. როგორც კი საბერძნეთის კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა დაცული იქნება და საბერძნეთი ჩათვლის, რომ ჩხიტუნიძე შეიძლება გადმოეცეს საქართველოს, ის იქნება გადმოცემული. ჩვენი მოვალეობაა, მალე მივაწოდოთ ჩხიტუნიძის მამხილებელი მასალები საბერძნეთს და ამ მხრივ ვადებს დავიცავთ. არაფერი არასოდეს ისე არ ჩაივლის. მისი სიცოცხლის დაცვა საბერძნეთის ციხეში ევალება საბერძნეთის სახელმწიფოს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მას აქვს მხოლოდ ორი საშუალება იმისთვის, რომ ჩხიტუნიძე დაბრუნდეს საქართველოში, მიეცეს პასუხისგებაში და თუ დადასტურდა ის, რაზეც გამოძიებას აქვს ეჭვი, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. ჩვენი საკონსულო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მოინახულოს პატიმარი და ხელი შეუწყოს მის ჯანმრთელად ყოფნას ციხეში. მაგრამ, თუ არ ვცდები, მან თავად განაცხადა უარი საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016