reportiori.ge - კახა კალაძე: საქართველო ჰიდრო პოტენციალით მდიდარი ქვეყანაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 18:09
ეკონომიკა
კახა კალაძე: საქართველო ჰიდრო პოტენციალით მდიდარი ქვეყანაა
10 ივნისი, 2014. 12:06



ვიცე- პრემიერი,ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭახათში, მდინარე კინტრიშზე „კინტრიშჰესის“-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრნენ. პროექტს შპს Hydro Development Companyახორციელებს.

„კინტრიშჰესის“-ის დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 38 მლნ.კვტ.სთ იქნება. მისი მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროს აჭარბებს.

კინტრიში ჰესი შედგება სამი ძირითადი კვანძისაგან: სათავე წყალმიმღები ნაგებობა, 1814 მეტრი სიგრძის სადერივაციო გვირაბი  და  ჰესის შენობა, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის  ევროპული ფრენსისის ტიპის ტურბინები.

„კინტრიშა ჰესი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტის, კერძოდ სოფლების ქობალაურის, ჭახათის და ვარჯანაულის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაში. მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 80-დან 100 -მდე ადამიანი. მათ შორის  ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც   ჩაუტარდებათ სათანადო ტრენინგები. ადგილობრივი მოსახლეობის  მაღალი წილი იქნება ასევე ჰესის ოპერირების დროს დასაქმებულთა შორის.

„ საქართველო ჰიდრო პოტენციალით მდიდარი ქვეყანაა. განსაკურებით აღსანიშნავი და დასაფასებელია ამ მხრივ აჭარის რეგიონი. ჰიდრო რესურსის სწორი და რაციონალური ათვისება ეს არის ძლიერი ენერგეტიკა, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მყარი საძირკველია.“- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჰესის მშნებლობის დაწყების ცერემონიაზე.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016