reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ხევსურეთში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:50
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ხევსურეთში
ავტორი:
10 ივნისი, 2014. 13:57



მოგესალმებითჩემო მეგობრებო!

 

მოგესალმებით, თქვენო უწმინდესობავ!

 

მივესალმები ფესტივალის ორგანიზატორებს და მადლობას მოვახსენებ ამ ლამაზი დღის მოწყობისათვის.

 

მივესალმები ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლოს თითოეული გოჯი მიწა. დღევანდელი დღეც, ჩვენი შეკრება და ეს ფესტივალი საქართველოს ულამაზესი კუთხისჩვენი ხევსურეთის  მოვლა-პატრონობას და შენარჩუნებას ისახავს მიზნად

ხევსურები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს მცველები და ბუნებრივი მესაზღვრეები იყვნენ, ბოლო წლების განმავლობაში იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი უძვირფასესი კუთხე.

 

 

ჩვენი ვალია არ დავუშვათ  ამ  კუთხის დაცლა. სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობას. ამ გზის მშენებლობა გასული წლის 17 დეკემბერს რუსთაველის თეატრში ჩვენმა პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ დალოცა და ბრძანა, რომ ეს გზა იქნება გაჭირვებიდან გამოსვლის გზა.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიწყებთ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გზის მშენებლობას, რომლის გაყვანაც აქამდე ვერასოდეს მოხერხდა, სამწუხაროდ. ეს გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის სოფლებს - არხოტსა და როშკას დააკავშირებს ერთმანეთთან, დაუბრუნებს სიცოცხლეს ხევსურულ სოფლებს და  მთლიანად ხევსურეთს და, დარწმუნებული ვარ, სამანქანო გზის პირველად გაჭრა, მთაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცევა.

 

 

ამ ურთულეს რელიეფზე პირველად უნდა მოხდეს გზის გაჭრა. ამიტომ აუცილებელია ყველა დეტალის გაანალიზება  და მხოლოდ ამის შემდეგ, მომავალი წლისთვის დავიწყებთ აქტიურ მშენებლობას. და ძალიან მალე დავასრულებთ.

ჩემო ძვირფასებო, არ შემიძლია ამ საკითხს გვერდი ავუარო.

 

 

მუცო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი და გამორჩეული ძეგლია, ჩვენი სიამაყეა, რომელიც ყველას ანცვიფრებს თავისი სილამაზითა და მიუწვდომლობითჩვენი ვალია მივხედოთ და გადავარჩინოთ ეს უნიკალური არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ციხექალაქი, რომელიც არის განადგურების პირასდა სამწუხაროდ, წლების განმავლობაში არ ექცეოდა ყურადღება

 

 

ჩემი დავალებით, გამოვყავით შესაბამისი თანხები და ჩვენ დავიწყეთ ამ მნიშვნელოვანი ძეგლის რეაბილიტაცია.

 


ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საფრთხე დაემუქროს ხევსურეთის და საქართველოს დარაჯად წოდებულ, შუა საუკუნეების ამ უძველეს და ისტორიულ ძეგლს.

 

 

კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება, ეს არის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ამიტომ, ჩვენ სასწრაფოდ მივიღეთ გადამჭრელი ზომები და ამ ზაფხულსვე დავიწყებთ სამუშაოებს იმისთვის, რომ სრულად მოხდეს ძეგლის  აღდგენამე დარწმუნებული ვარ, აღდგენა-რესტავრაციის შემდეგ მუცო ახალი ბრწყინვალებით წარმოჩნდება და ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე

აქვე მინდა გითხრათ, თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეგობრებო,

რომ სახელმწიფო იწყებს მთიანი რეგიონების მოვლა-პატრონობას. როგორც ვიცით, მთებს საქართველოს ორ მესამედზე მეტი უკავია და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ შევინაჩუნოთ და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების საშუალება მივცეთ მთის მკვიდრ მოსახლეობას. ჩვენ ხელს ვუწყობთ მთიან რეგიონებში შობადობის მატებას და ვზრუნავთ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამიტომ, ჩვენი ინიციატივითყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან მიიღებს ყოველთვიურ 200-ლარიან დახმარებას

 

 

ასევე ჩვენ ვმუშაობთ მთის კანონზე, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი და ჩვენ წლის ბოლომდე, ოქტომბერში მივიღებთ მთის კანონს

 

 

ჩვენი მთავრობის პოლიტიკური ნებაა ყოველმხრივ დაუჭიროს მხარი ყველა იმ პროექტს, რომელიც მოემსახურება დიდ საქვეყნო საქმეს - მოსახლეობის შენარჩუნებას მაღალმთიან სოფლებშიმე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ საქმეს ერთად, თქვენი ჩართულობით აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, ვინაიდან მთა ჩვენი სიძლიერეაჩვენი სიამაყეა, მთა ყველაზე კარგად ინახავს ქართულ სულს, ქართულ გენს, ჩვენს ადათ-წესებს, და ჩვენი ვალია, მას მოვუაროთ, მოვუფრთხილდეთ, არ დავკარგოთ უნიკალური ტრადიციები და შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა. და თუ მთა იქნება ძლიერი, მჯერა, ჩვენი სამშობლოც იქნება ძლიერი.  

დიდი მადლობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, მის უწმინდესობას.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016