reportiori.ge - საქართველოს საპატრიარქო: სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:07
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო: სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობაა
ავტორი:
27 აგვისტო, 2013. 23:49

სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟთან  დაკავშირებით  განვითარებულ მოვლენებს  საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება, მამა დავით შარაშენიძე  განცხადებას ავრცელებს. "რეპორტიორი" საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

 

"ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული ზოგიერთი განცხადება გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ ეს მოვლენა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, მუსლიმთა უფლებების დარღვევად წარმოაჩინოს და ამ განწყობას უღვივებენ ისლამის მიმდევარ უბრალო ხალხსაც. მივმართავთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, სოფელ ჭელას მუსლიმ ქართველებს, საქართველოს სხვა სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ ქართველ და არაქართველ მუსლიმებს:  ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც საუკუნეების წინაც კი, როდესაც ჩვენი ერი სხვადასხვა ისლამური ქვეყნების შემოსვლებს უმკლავდებოდა, საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანებზე ეს არ ისახებოდა და ისინი ასეთ დროსაც კი შევიწროებას არ განიცდიდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ურთიერთობა დღეს უფრო მაღალ საფეხურზეა ასული და ამ დამოკიდებულებას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ

 

ის კი, რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა, დაახლოებით მსგავსი იმ პროცესებისა, რაც სურდათ განევითარებინათ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში. ამ ძალის მიზანია, როგორმე დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა. ამით კი ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამ ფონზე თავისი მიზნები განახორციელოს. ვინც ამ მოვლენებს თვალყურს ადევნებს, შეუძლებელია ეს არ დაინახოს. თხოვნით მივმართავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერ ლიდერებს, ხელი კი არ შეუწყონ, არამედ შეეწინააღმდეგონ პროვოკაციულ ქმედებებს, როგორც ადიგენში, ისე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში! დღეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თქვენი სამწყსოს პოზიცია კანონის, სახელმწიფოებრივი ინტერესების და, რა თქმა უნდა, რელიგიური გრძნობების დაცვის საკითხში. ჩვენ ჩვენის მხრივ ყოველთვის ვცდილობდით და კვლავაც ძალისხმევას არ მოვაკლებთ, რათა ის კეთილი დამოკიდებულება, რაც გვაქვს საქართველოში მყოფ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან და მოსახლეობასთან, ასევე, ჩვენს მეზობელ მუსლიმურ ქვეყნებთან და მათ სულიერ ლიდერებთან, განვამტკიცოთ. ამისთვის კი ერთადერთი წინაპირობა მიგვაჩნია, მომხდარის რეალური მიზეზების სასწრაფოდ დადგენა, უკანონო ქმედებების ჩამდენთა, ვითარების გამწვავებით დაინტერესებულ პირთა გამოვლენა, ამასთან, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომ ყველამ იცოდეს თავისი ქმედებების ზღვარი, რათა არ მოხდეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ესკალაცია.

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით, ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო."

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016