ახალგაზრდა ებრაელი მივიდა ნიუ-იორკის ცნობილ რაბინთან და განაცხადა, რომ თალმუდის სწავლა უნდოდა.
- არამეული იცი? -ჰკითხა რაბინმა
-არა.
- ივრითული?
- არა
- ბავშვობაში თორას სწავლობდი?
- არა რებე, მაგრამ თქვენ ნუ ინაღვლებთ, ბერკლის ფილოსოფიური ფაკულტეტი დავამთავრე და ახლახანს დავიცავი დისერტაცია სოკრატეს ფილოსოფიაში. და ახლა ჩემ განათლებაში თეთრი ლაქების შესავსებად თალმუდის სწავლა გადავწყვიტე.
- შენ არ ხარ მზად თალმუდისთვის, -უთხრა რაბინმა. -ეს არის ყველაზე რთული და ღრმა წიგნი, რომელიც ადამიანებს ოდესმე შეუქმნიათ. მაგრამ რადგანაც ძალიან გინდა, ტესტს ჩაგიტარებ ლოგიკაზე: თუ წარმატებით გაივლი-გამეცადინებ.
ახალგაზრდა დასთანხმდა და რაბინმა გააგრძელა.
- ორი ადამიანი ჩადის საკვამურში. ერთი სუფთა სახით გამოდის, მეორე დასვრილით. რომელი წავა სახის დასაბანად?ახალგაზრდა ფილოსოფოსს ძალიან გაუკვირდა.
- ეს ტესტი ლოგიკაზეა?
რაბინმა თავი დაუქნია.
- რა თქმა უნდა ის ვისი სახეც დასვრილია.
- არ არის სწორი. დაფიქრდი: ის, ვისი სახეც დასვრილია შეხედავს იმას, ვისი სახეც სუფთაა და იფიქრებს, რომ მისი სახეც სუფთაა. და ის ვისი სახეც სუფთაა, შეხედავს იმას, ვისი სახეც დასვრილია და იფიქრებს, რომ მისი სახეც დასვრილია და წავა სახის დასაბანად.
- კარგადაა მოფიქრებული! -უთხრა სტუმარმა.
- კარგი რებე, მომეცი კიდევ ერთი ტესტი.
- კარგი ახალგაზრდავ. ორი ადამიანი ჩადის საკვამურში. ერთი სუფთა სახით გამოდის, მეორე დასვრილით. რომელი წავა სახის დასაბანად?- ეს ხომ გავარკვიეთ, ის ვისი სახეც სუფთაა.
- არ არის სწორი. დაფიქრდი: ის ვისი სახეც სუფთაა შეხედავს იმას, ვისი სახეც დასვრილია და იფიქრებს, რომ მისი სახეც დასვრილია. და ის ვისი სახეც დასვრილია, ნახავს, რომ მეორე წავიდა სახის დასაბანად, მიხვდება, რომ მისი სახე დასვრილია და თავადაც წავა სახის დასაბანად.
- ამაზე არ მიფიქრია! გასაოცარია კიდევ მე დავუშვი ლოგიკური შეცდომა! მომეცით კიდევ ერთი ტესტი!
- კარგი. ორი ადამიანი ჩადის საკვამურში. ერთი სუფთა სახით გამოდის, მეორე დასვრილით. რომელი წავა სახის დასაბანად?
- ორივე წავა სახის დასაბანად.
- არ არის სწორი. სახის დასაბანად არც ერთი არ წავა. დაფიქრდი: ის ვისი სახეც დასვრილია შეხედავს იმას, ვისი სახეც სუფთაა და არ წავა დასაბანად. და ის ვისი სახეც სუფთაა ნახავს, რომ ის ვისი სახეც დასვრილია არ მიდის დასაბანად, მიხვდება, რომ მისი სახე სუფთაა და არ წავა დასაბანად.ახალგაზრდა კაცი დარდამა მოიცვა.
- დამიჯერეთ, მე შევძლებ თალმუდის სწავლას! რამე სხვა მკითხეთ!
- კარგი: ორი ადამიანი ჩადის საკვამურში:
- ღმერთოჩემო! არც ერთი არ წავა სახის დასაბანად!!!
- არ არის სწორი. ახლა დარწმუნდი, რომ სოკრატეს სიბრძნე არ არის საკმარისი თალმუდის სასწავლად? მითხარი, როგორ შეიძლება, რომ ორი ადამიანი ერთ საკვამურში ჩადიოდეს და ერთი სუფთა სახით გამოვიდეს, მეორე დასვრილით?! ეს კითხვა, მთლიანად უაზროა, და თუ შენ დახარჯავ მთელ შენ ცხოვრებას უაზრო კითხვებზე პასუხის გაცემაში, შენი პასუხებიც აზრს მოკლებული იქნება.
(მოამზადა ანა ნოდიამ)