პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ადგილობრივ პირობით მსჯავრდებულთა განათლების ხელშეწყობას, ასევე შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ბაზაზე სტუდენტთა სტაჟირებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მხარეები აკადემიური და პროფესიული შეხვედრების, ასევე კონფერენციებისა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით ითანამშრომლებენ. პრობაციის ეროვნული სააგენტო, პრობაციონერთა რესოციალიზაციის პროექტების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა რეგიონში მოქმედ არასამთავრობო და საგანმანათებლო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, იმერეთში და ქუთაისში.