reportiori.ge - ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირება იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:55
რეგიონები
ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირება იწყება
11 ივნისი, 2014. 14:31


ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოკში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.


ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში  სოფელ კოკში  გაზიფიცირდება 826 კომლი. სამუშაოებზე დაიხარჯება 1 მლნ 700 ათას ლარზე მეტი.


სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფხაზთან მდებარე  სოფლების გაზიფიცირებისთვის,  პირველ ეტაპზე გამოიყო 10 მილიონი ლარი. გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება გორის, ქარელის, კასპის,ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 40 სოფელში,სულ გაზიფიცირდება 6 922 კომლი. 


სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ.


გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად წლის ბოლომდე დაასრულებს.


პროექტის მეორე ეტპაზე დაგეგმილია გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 18 სოფლის გაზიფიცირება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016