reportiori.ge - დღეს, მორის ფოცხიშვილის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:24
კულტურა
დღეს, მორის ფოცხიშვილის დაბადების დღეა
ავტორი: ანა ნოდია
11 ივნისი, 2014. 12:00


მორის თომას ძე ფოცხიშვილი დაიბადა 1930 წლის 11 ივნისს, თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

1959-1965 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნებაში".

1970 წლიდან იყო მწერალთა კავშირის ლიტერატურული კონსულტანტი, 1979-1982 წლებში ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი, ხოლო 1982 წლიდან იყო გამომცემლობა "ნაკადულის"დირექტორი.

მორის ფოცხიშვილის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1950 წელს.

1981 წელს გამოვიდა პოეტის ერთტომეული.

მორის ფოცხიშვილი ავტორია საბავშვო კრებულებისა: "ხარულა და ხარიხარა", "სიყმაწვილევ, შენთან ერთად" და სხვა.

პოეტის ლექსებზე ქართველმა კომპოზიტორებმა შექმნეს სიმღერები.

მორის ფოცხიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან თარგმნა ს. ესენინის, ნ. ტიხონოვის, ბ. პასტერნაკის, ა. ვოზნესენსკის, ე. ევტუშენკოსა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინელ, ბელორუს და მოლდაველ პოეტთა ლექსები.

მორის ფოცხშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე.

მორის ფოცხიშვილი გარდაიცვალა 1993 წელს. დაკრძალულია მცხეთაში დედათა მონასტრის ეზოში თავისი ანდერძისამებრ.



(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016