reportiori.ge - ხვალ „ბრავო რექორდსი“ ორი პროექტის პრეზენტაციას გამართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:04
კულტურა
ხვალ „ბრავო რექორდსი“ ორი პროექტის პრეზენტაციას გამართავს
11 ივნისი, 2014. 17:07

ხვალ „ბრავო რექორდსი" რესტორან OTIUM-ში, ორი პროექტის პრეზენტაციას გამართავს. პირველი პროექტი, საქართველოში პირველად მსოფლიოში უდიდესი ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ბრიტანული ფესტივალის - „Global Gathering 2014" დაანონსებაა, მეორე კი - ახალგაზრდა ვარსკვლავის ნინა სუბლატის სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია.


2014 წლის სექტემბერში, საქართველოში პირველად, „ბრავო რექორდსი" რუსთავის მერიასთან ერთად მსოფლიოში უაღრესად ცნობილი ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ბრიტანულ ფესტივალს - „Global Gathering 2014" ატარებს.


ფესტივალი 2001 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება და აღიარებულია, როგორც საუკეთესო საერთაშორისო ელექტრონული და საცეკვაო მუსიკის ფესტივალი.


19 და 20 სექტემბერს, 40 000-მდე მსმენელს რუსთავის მოტოპარკში მსოფლიოს სუკეთესო დიჯეები დაუვიწყარი weekend-ს ჰპირდებიან.


გარდა უცხოელი დიჯეებისა, ფესტივალზე გამოვლნენ ქართველი დიჯეები და მუსიკოს-შემსრულებლები. სწორედ ამ შემსრულებელთა სიაში მოხვდა ნინა სუბლატი, რომელიც მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება ახალი CD ალბომის რეპერტუარით.


ნინა სუბლატი ახალ ეტაპს მუსიკალურ კარიერაში სადებიუტო ალბომით იწყებს. „საქართველოს ვარსკვლავი 2013"-ის გამარჯვებულმა ნინა სუბლატმა კომპანია „ბილაინისაგან" პირველი ალბომის დაფინანსება მიიღო ჯილდოდ, რომელიც „ბრავო რექორდსში" ჩაიწერა. ალბომში სახელწოდებით - „Dare to be Nina Sublatti" შედის ხუთი მსოფლიო ჰიტის ქავერ ვერსია და ხუთი სპეციალურად ნინას სადებიუტო ალბომისათვის შექმნილი ახალი სიმღერა. გარდა მუსიკალური მხარისა, „ბრავო რექორდსში" ნინას ახალი სასცენო იმიჯიც შემუშავდა. ალბომისთვის საიმიჯო სურათები გრეგორი (ჯიჯი) რეჯინმა გადაიღო. ალბომში შესული მრავალფეროვანი სასიმღერო კომპოზიციები, მომღერლის ახლებური იმიჯი და CD ალბომის უმაღლესი ხარისხი ნამდვილი სიურპრიზი იქნება ყველა ასაკისა და გემოვნების მსმენელისათვის და ისინი კიდევ ერთხელ თავიდან აღმოაჩენენ საქართველოს ვარსკვლავს - ნინა სუბლატს. CD ალბომის შეძენა 12 ივნისიდან ყველა მსურველისათვის შესაძლებელი იქნება „ბრავო რექორდსის" სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში. (მაღაზია „გურუ", ლიტერატურული კაფეები, სუვენირების მაღაზიები და ა.შ.).


პრეზენტაციის ბოლოს ნინა სუბლატი ექსკლუზიურად მოწვეული სტუმრებისათვის შეასრულებს ალბომში შესულ რამოდენიმე მუსიკალურ კომპოზიციას, რის შემდეგაც მოხდება ალბომების გაყიდვა, სადაც ყველა მსურველს ნინა დაურიგებს ავტოგრაფს და გადაიღებს სამახსოვრო ფოტოებს. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016