reportiori.ge - შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:51
სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
ავტორი:
28 აგვისტო, 2013. 10:37

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1967 წელს დაბადებული ვლადიმერ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინდა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკიდან ავტობუსით შემოიტანა. სამართალდამცველებმა ის დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, ავტობუსიდან ჩამოსვლისას დააკავეს. ვლადიმერ გ -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის" შემცველი 97 აბი „სუბოქსინი" და 95 აბი ფსიქოტროპული საშუალება „ლირიკა".

ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს „ბუპრენორფინის" ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღირებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016