სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოში მიუნხენის რეისით დაბრუნდა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბარში შაშკინმა განაცხადა, მზად არის, პროკურატურაში გამოცხადდეს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. მისი თქმით, პროკურატურისგან უწყება ჯერ არ მისვლია და, შესაბამისად, უცნობია, როდის მოხდება მისი დაკითხვა. შაშკინის განცხადებით, აბსურდია ის ფაქტი, თითქოს ციხეებში მიმდინარე ცნობილი მოვლენების შესახებ მაღალი თანამდებობის პირები ინფორმირებულები იყვნენ.
შეგახსენებთ, მთავარ პროკურატურაში ხათუნა კალმახელიძე და დიმიტრი შაშკინი მოწმის სტატუსით დაიბარეს. ხათუნა კალმახელიძე პროკურატურაში უკვე დაკითხეს.
საქმე საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტებს ეხება, რაზეც უახლოეს მომავლში ბაჩანა ახალაიაც დაიკითხება.