ყვითელი
ლეონარდო დიკაპრიო სტივ ჯობსს განასახიერებს
ავტორი: თეო ტაბატაძე
11 ივნისი, 2014. 23:11
სტუდია Sony Pictures-ის პროექტმა, რომელიც კომპანია Apple-ს დამუძნებელი სტივ ჯობსს მიეძღვნა, მხარდაჭერა მოიპოვა. ფილმში, რომელსაც Sony Pictures-ი გადაიღებს მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს, რეჟისორი კი დენი ბოილი იქნება.
მსახიობმა და რეჟისორმა ერთმანეთთან უკვე იმუშავეს ფილმ „პლაჟის" გადასაღებ მოედანზე.
დენი ბოილამდე რეჟისორობაზე უარი დევიდ ფინჩერმა განაცხადა. მის მოთხოვნა იყო, მთავარ როლში კრისტიან ბეილს ეთამაშა.
ფილმი სტივ ჯობსის ბიოგრაფიული ნაწარმოების მიხედვით შეიქმნება, რომელიც უოლტერ აიზეკსონმა დაწერა. კონსულტანტად ჯობსის მეგობარი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი მოგვევლინება.
წყარო: http://allmovies.cc/
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53