რეგიონები
აჭარის ზღვის სანაპირო ზოლს სამედიცინო დახმარების ბრიგადები მოემსახურებიან
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
12 ივნისი, 2014. 12:28
16 ივნისიდან აჭარის ზღვის სანაპირო ზოლს სამედიცინო დახმარების 4 ბრიგადა მოემსახურება, რომლებიც ბათუმის ბულვარის, ე.წ. „ბენზეს", ქობულეთისა და გონიოს სანაპირო ზოლში განთავსდება და ტურისტული სეზონის დასრულებამდე, 15 სექტემბრამდე დარჩებიან.
მედიკოსები ბულვარისა და „ბენზეს" სანაპიროს დამსვენელებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურებიან, ქობულეთსა და გონიოში 24-საათიანი მორიგეობა დაწესდება.
აჭარის სამინისტროს განცხადებით, ინიციატივა დამსვენებლებისთვის საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უმოკლეს დროში მიწოდებას ითვალისწინებს.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57