reportiori.ge - მებო ნუცუბიძის საყვარელი სიმღერების ტოპ 10
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:10
ყვითელი
მებო ნუცუბიძის საყვარელი სიმღერების ტოპ 10
12 ივნისი, 2014. 12:49


"ბრავისიმო" ახალ რუბრიკას იწყებს - კატეგორიაში "ტოპ 10" თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ შოუ-ბიზნესში მოღვაწე ადამიანების სხვადასხვა სახის ტოპ ჩარტებს. გთავაზობთ  X-Factor-ის მონაწილე მებო ნუცუბიძის საყვარელ 10 სიმღერას.


10. Linkin Park - Papercut


ეს ის ჯგუფია, რომლის მოსმენაც 13 წლის ასაკში დავიწყე. არიან მუსიკოსები, რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე მოგწონს, მაგრამ როცა გაიზრდები და უკან მოიხედავ, იტყვი „ამას საერთოდ რატომ ვუსმენდი?" - Linkin Park-ზე მსგავსს არასდროს ვიფიქრებ. შეიძლება დიდი ხანია აღარ მომისმენია მათი სიმღერებისთვის, თუმცა ვთვლი, რომ ამ ჯგუფის პირველი ალბომი აუცილებლად დარჩება ისტორიაში. ჩემთვის კი მაშინდელი Linkin Park ყველაზე მეტად სწორედ სიმღერა Papecut-თან ასოცირდება.


9. James Vincent McMorrow - We Don't Eat


ჯეიმსი ირლანდიელი მუსიკოსია საოცარი ვოკალითა და სრულიად განსხვავებული მუსიკით. ყველაზე მეტად, რაც მასში მომწონს, არის ის, რომ ჯეიმსი საკუთარ სიმღერებში თითქმის არ იყენებს ელექტრონულ ინსტრუმენტებს - მისი მუსიკა მთლიანად აკუსტიკურია. აღნიშნული სიმღერა კი ჩემთვის ძალიან საყვარელია, როგორც მუსიკალური თვალსაზრისით, ისე შინაარსობრივადაც.


8. William Fitzsimmons - Mend Your Heart


ვილიამი ჯეიმს მაკმოროუსგან სრულიად განსხვავებული არტისტია - ის გრძელი წვერითა და აკუსტიკური გიტარით დადის პატარა ქალაქიდან ქალაქში და მართავს ძალიან საყვარელ ლაივ კონცერტებს. ჩემი აზრით, ეს არ არის ისეთი ტიპის მუსიკოსი, რომელიც დიდ სტადიონებს გაავსებს. ან თუკი გაავსებს, ყველა იქნება ძალიან ჩუმად და სევდიანად მოუსმენენ მის მუსიკას. Mend Your Heart-იც სწორედ ასეთი სიმღერაა. მას წვიმის დროს უნდა მოუსმინო სახლში თბილად მოკალათებულმა და მისგან სიმშვიდე მიიღო.


7. Damien Rice - Blower's Daughter


დემიენ რაისი ჩემი საყვარელი მუსიკოსია. თავიდან ვფიქრობდი, მთლიანი ტოპ 10 მისთვის მიმეძღვნა, თუმცა მერე მაინც მრავალფეროვნება ვარჩიე. აღნიშნული სიღერა მისი ცნობილი ჰიტია. ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომენტი Blower's Daughter-ში ლიზა ჰენიგანის პარტიაა. სიმღერის შუაში სულ რაღაც 20 წამი ისმის ლიზას ხმა, რაც უფრო მეტ გენიალურობას სძენს ამ სიმღერას. ჩემი აზრით, Blower's Daughter ეს არის სიმღერა, რომელიც მხოლოდ ჩემს კი არა, მსოფლიოს ნებისმიერ ტოპ ათეულს დაამშვენებს.


6. Jeff Buckley - Hallelujah


ზოგადად ვფიქრობ, რომ სიმღერას ვერცერთი მომღერალი ვერ ასრულებს ქავერად ისე კარგად, როგორც ის ორიგინალშია. თუმცა ჯეფის შემთხვევა განსხვავებულია. ეს სიმღერის პირველი ქავერ ვერსიაა, რომელიც ორიგინალ შესრულებაზე მეტად მომწონს. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის ჩავთვლი, Hallelujah არის ყველაზე მაგარი სიმღერა ყველაზე ნამდვილ სიყვარულზე.

 

5. Glen Hansard - Falling Slowly


ეს სიმღერა ფილმ „Once"-ის საუნდტრეკია. ფილმი გვიყვება ნამდვილი სიყვარულის ისტორიას, რომელიც შეიძლება არ დასრულდეს ტიპიური ჰეფი ენდით, თუმცა მასთან დაკავშირებული მოგონებები მთელი ცხოვრება თან გსდევდეს. აღნიშნული სიმღერაც სწორედ ასეთია და ძალიან უხდება ფილმს, რომელშიც შეყვარებული ბიჭი მართალია ვერ რჩება საყვარელ გოგოსთან, თმცა მას ჩუქნის პიანინოს, რომელიც მტელი ცხოვრების მანძილზე მასთან დარჩება.


4. Radiohead - Creep


Creep რედიოჰედის ყველაზე ცნობილი სიმღერაა. ხშირად მომისმენია მოსაზრებები, რომ აღნიშნული ტრეკი „პაპსაა", რადგან ყველამ იცის და ყველას მოსწონს. თუმცა, ჩემი აზრით, მისი გენიალურობაც სწორედ ამაშია - ამ სიმღერის მოსმენა ნებისმიერი ასაკისა და თითქმის ყველა გემოვნების ადამინს ანიჭებს სიამოვნებას. კიდევ ერთი დეტალი, რაც Creep-თან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არის ჯონი გრინვუდის შეცდომით დაკრული პარტია, რომელიც შემდეგ ძალიან მოეწონათ და დატოვეს ისე, როგორც დაუკრა ჯონმა, რადგან სწორედ ამ „შეცდომამ" უფრო მეტი მომხიბვლელობა შესძინა სიმღერას.


3. Damien Rice - Under The Tongue


ეს დემიენ რაისი მეორე სიმღერაა ჩემს ტოპ ათეულში. დემიენის თითქმის ყველა კომპოზიცია ჩემთვის ძალიან საყვარელია, თუმცა Under The Tongue გამოვარჩიე იმიტომ, რომ მისი შინაარსი ჩემთვის ძალიან ახლობელია. ეს არის სიმღერა იმ სურვილებზე, გრძნობებზე და შეგრძნებებზე, რისი გამომჟღავნება და გამოხატვაც გვიჭირს და რომლებიც ჩვენში არის დამალული.


2. Bon Iver - Towers


„კოშკებში" ჩემი საყვარელი მომენტი დრამის პარტიაა სიმღერის შუაში, რომელიც მთლიანად ცვლის ტრეკის ხასიათს, თუმცა მისი დასრულების შემდეგ სიმღერა ისევ საწყის სტილს უბრუნდება. ბონ ივერი ჩემი აზრით, ერთ-ერთი გენიალური ჯგუფია და მათი სიმღერა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემს ათეულში.


1. The National - I Need My Girl.


აღნიშნულ სიმღერაზე ბევრს არაფერს ვიტყვი - ეს არის ჩემი უსაყვარლესი ჯგუფი და მათი გენიალური სიმღერა, რომლის მსგავსიც ჩემი აზრით უკანასკნელ წლებში არ დაწერილა.

წყარო: bravissimo.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016