reportiori.ge - პირობით ვადამდე 100 მსჯავრდებული გათავისუფლდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:07
სამართალი
პირობით ვადამდე 100 მსჯავრდებული გათავისუფლდა
ავტორი:
28 აგვისტო, 2013. 12:58

2013 წლის 26-27 აგვისტოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე 100 მსჯავრდებული გათავისუფლდა.

გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს შორის 7 ქალბატონი (1 ორსული) და   11 მძიმე ავადმყოფია.

ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 მსჯავრდებულ მამაკაცს და 1 ქალბატონს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.

დასავლეთისა და აღმოსვლეთის ადგილობრივმა საბჭოებმა ორი დღის განმავლობაში 850-მდე მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს. ადგილობრივი საბჭოების დებულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულები, ინდივიდუალურად, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ფასდებიან: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება. ასევე, ინდივიდუალურად ფასდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკებიც.

ადგილობრივი საბჭოს 5-წევრიან შემადგენლობაში, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და პრობაციის ეროვნული ბიუროს ორი წარმომადგენლის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის, ქალაქის მერიისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც შედიან. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება ადგილობრივ საბჭოში ხმათა უმრავლესობით მიიღება. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016