reportiori.ge - ხვალ სპექტაკლ „მე ვხედავ მზეს“ პრემიერა გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:03
კულტურა
ხვალ სპექტაკლ „მე ვხედავ მზეს“ პრემიერა გაიმართება
12 ივნისი, 2014. 18:23


ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „მე ვხედავ მზეს" პრემიერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება.


სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს" დიდი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის ხსოვნას მიეძღვნა. 13 ივნისს რეჟისორის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება.


გიგა ლორთქიფანიძისა და ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი ტანდემი სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს" მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 1962 წლის 30 ნოემბერს გაიმართა. მომდევნო წლებში გიგა ლორთქიფანიძის ინსცენირებით სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში  რეჟისორმა შალვა გაწერელიამ დადგა.


რეჟისორის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს" სცენას დიმიტრი ხვთისიაშვილმა დაუბრუნა, რომელიც მუსიკალურად  ალექსანდრა ლორთქიფანიძემ გააფორმა, დამდგმელი მხატვარი ლომგულ მურუსიძა, კოსტიუმების მხატვარი კი - მაია სხირტლაძე.


„მე ვხედავ მზეს"-ში 74 მსახიობი მონაწილეობს და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპექტაკლია.


თეატრალური პროექტი  თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016