რეგიონები
ქუთაიში ბინას 96 დევნილი ოჯახი მიიღებს
ავტორი: ანა ნოდია
12 ივნისი, 2014. 20:39
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ქუთაისში სამი ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, რეაბილიტაცია ქუთაისში ნიკეას ქუჩა N14-ში მდებარე შენობას უტარდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნიუ კონსტრაქშენი" ახორციელებს. ნიკეას ქუჩაზე ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 96 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ასევე, სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობაშიც მიმდინარეობს. რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს NBG ახორციელებს. ავტომშენებლის ქუჩაზე გრძელვადიანი საცხოვრებლით 65 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57