reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ქართულ კომპანიებს ევროკავშირი დააფინანსებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:19
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ქართულ კომპანიებს ევროკავშირი დააფინანსებს
13 ივნისი, 2014. 11:13



საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირისგან დახმარების სახით სერიოზულ ფინანსურ პაკეტს მიიღებს.

ინფორმაცია, კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფრენციის დაწყებამდე გააცნო, რომელსაც 10:00 საათზე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნიან.

"პრეზიდენტ ბაროზოს ვიზიტი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის საქართველოსადმი ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება.

 

ვიზიტის ფარგლებში  ბიზნეს ფორუმი გაიმარება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა მქონდა ევრობანკის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელთანაც საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მომავალი ურთიერთობების პესრსპექტივები განვიხილეთ.

 

ევრობანკი აპირებს სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნას იმისთვის, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, ქართული კომპანიების მიერ გაწეული სამუშაოები სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაფინანსდეს. რათა ქართულმა კომპანიებმა ადვილად შეძლონ ევროპის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით იმ სტანდარტების მიღწევა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ ევროპის ბაზარზე ექსპორტი.

 

ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ხელი ეწერება შეთანხმებას წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის 8 მილიონი ევროს ფარგლებში. ეს იქნება სპეციალური დახმარება ევროკავშირისგან და ვფიქრობ, ასეთი ტიპის სპეციალური დახმარება მომავალშიც ბევრი იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, მაკროეკონომიკური სტიმულირებისთვის გათვალისწინებულია 46 მილიონი ევრო და სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევისთვის სპეციალური დახმარება 51 მილიონი ევროს ოდენობით. ასე, რომ პაკეტი საკმაოდ სერიოზულია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016