reportiori.ge - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ რეგიონულ ოფისებს ხსნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 22:26
ეკონომიკა
სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ რეგიონულ ოფისებს ხსნის
13 ივნისი, 2014. 12:53



ამბროლაურის  მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალი სამხარეო ოფისი გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას  სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი,  რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი პარმენ მარგველიძე,  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები და  მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

,,უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს. სწორედ აღნიშნული სააგენტოს პროექტის, „სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობა - საქართველო“, ფარგლებში აშენდა და დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალი სამხარეო ოფისი. ადგილობრივი მოსახლეობა კონსულტაციებს და დახმარებას მიიღებს  სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის საკითხებზე, რაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მეწარმეებისთვის, ფერმერებისა და გლეხებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

 

რეგიონული სამსახური რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში უზრუნველყოფს მავნე სურსათის გამოვლენასა და განადგურებას, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და ეპიდაფეთქებების ლიკვიდაციას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნე ორგანიზმებისაგან.  ამიერიდან ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სრულყოფილად ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც მას სურსათის ეროვნული სააგენტო სთავაზობს. სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა ის სფეროებია, რომელთა სახელმწიფო კონტროლს სააგენტო ახორციელებს.

 

მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დეპარტამენტებსა და რეგიონულ სამსახურებს არაერთი კომპეტენტური სპეციალისტი დაემატა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და ეფექტიანს გახდის სააგენტოს მუშაობას.

 

ახალი ოფისი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროექტის „სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობა - საქართველოს“ (CBA-G) დახმარებით აშენდა.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ახალი ოფისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად  14 ახალი ოფისი გაიხსნება.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016