ამ წუთებში გურიაში გადაუღებლად წვიმს, რამაც რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოვლენების საქმის კურსში იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთვება.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცირე მეწყერული ჩამონაშალია დაფიქსირებული საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე. ასევე, განადგურდა საყანე ფართობები, დაზიანდა მილხიდები და სანიაღვრე არხები. ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მდინარე სუფსაზე არსებული დამბა გაირღვა და წყალი 70-ზე მეტი ოჯახის კერძო საკუთრებაში მიედინება.
ამ დროისათვის, პირველად სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აწარმოებენ. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გურიის მოსახლეობის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს.