აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმში, სამაცივრე- სასაწყობო მეურნეობას გახსნის, რომელიც 800 კვ. მ-ზეა განთავსებული. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეურნეობა დამოუკიდებელი ტემპერატურული რეჟიმის 14 კამერითაა აღჭურვილი, რომელშიც შესაძლებელია მინიმუმ 500 ტონა სურსათის შენახვა განუსაზღვრელი პერიოდით. იტალიიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან ჩამოტანილი მაცივრები უწყვეტად გამოიმუშავებენ +8-დან -25 გრადუსამდე ტემპერატურას, რაც ნებისმიერი სახის სურსათის შენახვის საშუალებას იძლევა.
ამავე მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსებულია 5000 კვ/მ ფართის საწყობები. მხოლოდ სამაცივრე საწყობის მშენებლობისთვის 1 200 000 დოლარი გაიხარჯა. ამჯამად, შპს-ში 50 ადამიანი მუშაობს. სრული დატვირთვის შემთხვევაში კი, მინიმუმ 200 ადამიანი დასაქმდება.