reportiori.ge - „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ლობისტი საერთაშორისო ორგანიზაციები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:40
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ლობისტი საერთაშორისო ორგანიზაციები
14 ივნისი, 2014. 19:18



უფლებამადმცველი,    გურამ ადამაშვილი  „რეპორტიორს“  საერთაშორისო და ადგილობრივ მედია-წყაროებზე დაყრდნობით     იმ ორგანიზაციებს აცნობს,  რომლებიც წლების განმავლობაში,  პირადი  ინტერესების სანაცვლოდ ერთიან  ნაციონალურ მოძრაობას“  უწევდნენ  ლობირებას.

 

ადამაშვილის თქმით, ერთ-ერთი ასეთი,  PR ტექნოლოგი კარლ ბილდტია.  ის 2004-2006 წლებში PR კომპანიის,  Kreab-ის“ მართვის    დირექტორი იყო, ხოლო  2006  წლიდან  შვედეთის საგარეო საქმეთა   მინისტრი;

 

PR კომპანია  „Kreab-ი“ ემსახურებოდა,  არა მხოლოდ დიდ ფირმებს და ორგანიზაციებს, არამედ, ცნობილ მილიარდელებსაც და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს.  ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც სარგებლობდა ამ კომპანიის სერვისებით იყო საქართველო“,-აცხადებს ადამაშვილი.

 

მისი თქმით,Kreab-ის“  სახელთან დაკავშირებულია სხვადასხვა მსხვილი კონტრაქტი.

 

კომპანია ცნობილია თავისი კავშირებით.  კერძოდ - 2011 წელს კომპანიამ კონტრაქტი დადო ისრაელის მთავრობასთან, რათა მისთვის ევროპარლამენტის მხარდაჭერა უზრუნველეყო სავაჭრო სამრეწველო სფეროში. ამის თაობაზე მხოლოდ 2012 წელს გახდა ცნობილი. კომპანია  „Kreab“, ასევე რუსეთისგაზპრომისწარმომადგენელი იყო“,-აღნიშნავს  გურამ ადამაშვილი.

 

უფლებადამცველის ინფორმაციით, ტრანსპარენსი ინტერნეშენალის ანალიტიკოსი მათიას ჰუტერი გაუმჭვირავლედ მიიჩნევს  ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ლობისტებისთვის გადახდილ საბიუჯეტო თანხებს.

 

PR  კომპანიაKreab-ის“  შეფის, კარლ ისაკსონის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2006 წლიდან კონტრაქტის საფუძველზე, აქტიურად აგრძელებდა თანამშრომლობას  კომპანია  „Kreab-თან.“  აღსანიშნავია  2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც  საქართველოში   დიდ პოლიტიკურ მღელვარებას  უკავშირდებოდა. მაშინ,  შვედეთის ელჩმა,  ჰანს გუნარ ადენმა,  შვედეთის ხელისუფლებას ხმა მიაწვდინა, რომ  არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ეჭვების გაჩენის მოლოდინი არსებობდა. მაშინ  ბილდტმა განაცხადა -  „არჩევნების შედეგები  არანირ ეჭვებს არ ბადებს, ჩვენ ყველას გვაქვს მიზეზი მივულოცოთ საქართველოს, კიდევ ერთი არჩევნები, რომელმაც მოახდინა დემოკრატიის და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭრის დემონსტრირება, მიუხედავად ზოგი ხარვეზისა. “ კარლ ბილდტი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, 11-ჯერ ეწვია საქართველოს“,-განმარტავს ადამაშვილი.

 

გურამ ადამაშვილის ინფორმაციით, ყოფილი ხელიუფლების  მორიგი ასეთი ლობისტი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე  - მეთიუ ბრაიზა.

 

„ბრაიზას სუსტი წერტილი, მისი მეუღლე, თურქული წარმოშობის ამერიკელი ზეინო ბარანია. ბარანი ჰადსონის უნივერსიტეტის მეცნიერია, რომლის კონსტრიბუტორთა შორისაც  ბევრი ნავთობ კომპანიაა.   ზეინო  ბარანი,  რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის ერგენეკონის საქმეში ფიგურირებს, როგორც ამ ორგანიზაციის გარე კავშირების კოორდინატორი.

 

ბრაიზა იმ ადამიანებს შორის იყო, ვინც ტაქსიმის მოედანზე ანტისომხურ, ფაშისტურ გამოსვლაში მონაწილეობდა.  აღსანიშნავია ისიც, რომ  კონდოლიზა რაისის ფავორიტიშეერთებული შტატების სენატმა, აზერბაიჯანში  ელჩად  არ დაამტკიცა,  რადგან, აზერბაიჯანისადმი  ზედმეტად მიკერძოებულად მიიჩნიეს, გარდა ამისა,  სენატმა ბრაიზას სახელს დაუკავშირა სომხეთში აშშ-ის ელჩის ჯონ ევანსის სამსახურიდან დათხოვნა, რადგან მან სომხების გენოციდი აღიარა. ამერიკის პოლიტიკურ წრეებში, ბრაიზას,  სააკაშვილის წაქეზებაშიც ადანაშაულებენ, სააკაშვილმა   ვაშინგტონის უპირობო მხარდაჭერა  ირწმუნა, რამაც  2008 წელს, სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ სამხრეთ ოსეთზე შეტევის განხორციელებას შეუწყო ხელი.  

 

უკანასკნელ ხანს საქართველოში ჩამოსულმა ბრაიზამ სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნია ვანო მერაბიშვილი სიტყვები ორი გვამის მოთხოვნის შესახებ. ბრაიზას შეფასება ასეთი გახლდათ - იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ამ შემთხვევაში დასაშვებია, რომ თქვა ფრაზა – "მე მინდა გვამი". აღსანიშნავია, რომ 2009 წელს სააკაშვილმა ბრაიზა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა,-განმარტა ადამაშვილმა.

 

უფლებადამცველი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური  და მნიშვნელოვანი  ლობისტი,  (NDI-ს) ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი, ლუის ნავარო.

 

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI),  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - CIDA- მიერ ფინანსდება. ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში,  ჯერ ვაშინგტონის, შემდგეგ  კი თბილისის ოფისში (2009-2011 წლებში)  მუშაობდა  საპარლამენტო უმცირესობის  წევრი,  თინათინ ბოკუჩავა.

 

თავის მხრივ,  NDI,  საქართველოში  საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ატარებს„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“  კვლევებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს - CRRC- უკვეთავს. CRRC წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელიც, 2007 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან თარხნიშვილი იყო.   ლევან თარხნიშვილი 2007 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტის მიერ იქნა არჩეული ცესკოს თავმჯდომარედ.

 

ანუ, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, ლევან თარხნიშვილი ინაცვლებს ცესკოში, CRRC აგრძელებს შვედური CIDA- მიერ დაფინანსებული NDI-სთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებას. 2008 წელს კი,  საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კარლ ბილდტის, მეთიუ ბრაიზას და NDI- დახმარებით ხდება აღიარება.

 

არაერთი ექსპერტი და მკვლევარი აყენებს ეჭვქვეშ NDI- კვლევებს. განსაკუთრებული აცდენა აღნიშნული ორგანიზაციის კვლევის შედეგებში, არჩევნების შედეგებთან, 2012 წლის წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, როდესაც ახლანდენ მმართველ პარტია 12%-იანი რეიტინგი დაუფიქსირდა. დღემდე არ საჯაროვდება კვლევის მეთოდოლოგია, კითხვარი და სხვა დეტალები, რომლითაც CRRC ატარებს გამოკითხვას NDI- დაკვეთით.

 

ბოლო პერიოდში საზოგადოებაში თავად NDI- სანდოობაზე არაერთი შეკითხვა გაჩნდა. თუ გავიხსენებთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, სადაც ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველთა 21,7%-მა დაუჭირა მხარი, გასაგებია თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი“,- აცხადებს ადამაშვილი.


აღნიშნული სქემა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი თავისუფლების" მიერ. 

 

 

 



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016