reportiori.ge - თამაზ წივწივაძე: „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, ვინც სომეხი სააკაშვილის ნაცში მიძვრება!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:05
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თამაზ წივწივაძე: „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, ვინც სომეხი სააკაშვილის ნაცში მიძვრება!“
ავტორი:
14 ივნისი, 2014. 23:30



1. გვეყოს, ქართველებო, სააკაშვილის „ნაცში“ ყოფნა!

 

 

ძვირფასო თანამემამულენო!

 

ძვირფასო ამომრჩევლებო!

 

მეჩვენება თუ რაა, არ ვიცი! ეს რამდენიმე დღეა, ნაციონალების ყურებით ვერ ვძღები!

 

არადა, როგორი საქმეა, ამ ხალხს მთელი ათი წელი ხელისუფლების სათავეში ხედავდე და ერთ მშვენიერ დღეს (ეს მშვენიერი დღე კი ზეგ, 15 ივნისს გათენდება!), როგორც ბატონი ღარიბაშვილი გვიმტკიცებს, არც ერთის ბუნდღა აღარ ჭაჭანებდეს ქვეყნის თვითმმართველობის რომელიმე ხელმძღვანელ რგოლში!

 

დაილოცოს შენი სამართალი, ღმერთო, ეს მართლაც რა მშვენიერი დღე თენდება საქართველოში!

 

მე კიდევ, ძვირფასო მკითხველო, ჩემი, როგორც საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორის უფლებამოსილება სადამდეც წვდება, მთელს იმ სივრცეზე დღევანდელი პარასკევი გადამაქვს კვირას, არჩევნების დღეს ნაცებისთვის ნიშნის მოგებით რომ ვთქვა: კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო!

 

თუმცა რის პარასკევი! – აბიბინებული კვირა დღე იქნება!

 

არადა, ქართველებო, თქვე ბედნიერებო! თავის დროზე ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ, ახლა ხომ სამი გაშლა ნაბდით წინ ვიქნებოდით!

 

აი, კიდევ ერთხელ ნახეთ, როგორ გაფრთხილებდით ჯერ კიდევ ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ:

 

„მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, ვინც სომეხი სააკაშვილის ნაცში მიძვრება!“

 

P. S. დღეს ევროპა თუ ამერიკა, ყველანი ჩვენ შემოგვცქერიან, უფრო სწორად, ჩვენს დემოკრატიას შემოცქერიან, მთელს სიგრძეზე არსად რომ არ გაბრუნდეს!

 

მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორც პრეზიდენტს ავირჩევთ!

 

კი, ბატონო, შენ თუ გინდა, სულელი პრეზიდენტიც (აქ მარგველაშვილი არა მყავს მხედველობაში!) აირჩიე, მაგრამ მთავარია, ეს სულელი პრეზიდენტიც დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში!..

 

რაც იყო, იყო! ამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ ზეგ მაინც ნუ დავუშვებთ შეცდომას და ახლა მაინც მოვიქცეთ ნორმალურად!

 

 

2. რომ მოეტანა საქართველოში პროექტი ქვეყნის გადარჩენისა!

 

ძვირფასო მკითხველო!

 

როგორც შემჩნეული გექნებათ, ამ დღეებში „ლიტერატურული საქართველოს“ ფურცლებზე „წუთითაც“ არ წყდება პიარ-აქცია პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, დარგობრივი აკადემიების აკადემიკოსის, ზურაბ ხონელიძის ნაშრომისა, რომლის პირობითი სახელწოდება მოკლედ ასეც შეიძლება ჩამოყალიბდეს: „პროექტი ქვეყნის გადარჩენისა!“

 

სასიამოვნოა იმის აღნიშვნაც, რომ ამ უნიკალურ ნაშრომსა და მის ავტორს თანადგომას უცხადებს და მხარს უჭერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

 

ხოლო ამ დარგში მსოფლიოს არქიტექტორად წოდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი ედუარდ შევარდნაძე პირდაპირ აღფრთოვანებულია:

 

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზურაბ ხონელიძის პროექტის განხორციელებით საქართველო შეიძენს საერთაშორისო ფუნქციას და, როგორც ქვეყანას, ექნება მომავალი... ეს ის ოქროს შუალედია, რომლის რეალობად ქცევა ახალ მსოფლიო წესრიგში თავის წვლილს შეიტანს და მას გამორჩეულ, მნიშვნელოვან შტრიხს შესძენს. მიმაჩნია, რომ დღეს ამ ერთადერთი სწორი ქთრული იდეა-მიზნის სისრულეში მოყვანა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა და დროც საჭირო დგას. ამიტომ მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სახელმწიფოთა ლიდერებს, ქართველ ერსა და მის ხელისუფალთ, ძალ-ღონე არ დაიშურონ მისი მხარდაჭერისა და აღსრულებისთვის.

 

ბატონ ზურაბ ხონელიძეს, როგორც გამორჩეულ ქართველ მამულიშვილს, ვუსურვებ საზოგადოებრივ ასპარეზზე წინსვლასა და პროფესიულ წარმატებას. მის უნიკალურ პროექტში ჩამოყალიბებულ მიზნებსა და იდეებს კი მწვანე შუქს“.

 

ძვირფასო მკითხველო!

 

აი, სწორედ ამ პროექტის პრეზენტაცია შედგება ამა წლის 17 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ამიტომ ჩემი რჩევაა, ვინც ამ საგაზეთო განცხადებას წაიკითხავთ, თუ ფეხზე დგახართ, ნუ დაჯდებით, ხოლო, თუ სხედხართ, ადექით და წამოდით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც ჩვენი ქვეყნის სწავლული კაცები ძირისძირობამდე განიხილავენ ამ მართლაც უნიკალურ პროექტს და თქვენც, ვინც ამ განხილვას დაესწრებით, სხვებზე უკეთ გაერკვევით მომავალი საქართველოს ბედისწერაში!

 

მაშ, ასე:

 

მიმდინარე წლის 17 ივნისს, 15 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (თბილისი, რუსთაველის გამზ. №52) გაიმართება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, დარგობრივი აკადემიების აკადემიკოსის ბატონ ზურაბ ხონელიძის პროექტის – „სამხრეთი კავკასია – გეოპოლიტიკური სივრცე, რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი“ – პრეზენტაცია.

 


თამაზ წივწივაძე

 

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016