reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილმა დღემდე ვერ მოინელა „ალია“ და „ასავალ-დასავალი“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:53
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მიხეილ სააკაშვილმა დღემდე ვერ მოინელა „ალია“ და „ასავალ-დასავალი“
ავტორი:
14 ივნისი, 2014. 23:34



ასეთი სათაურით გაავრცელეს ინფორმაცია სააგენტოებმა, სადაც ვკითხულობთ

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მედიამონიტორინგი ჩატარდა. კვლევამ აჩვენა, რომ მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა გამოცემაში ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა სჭარბობს. ეს ცვლილება განსაკუთრებით შესამჩნევია გამოცემებში ალია, ასავალ-დასავალი, ახალი თაობა და კვირის ქრონიკა. გაზეთი ალია ღიად მოუწოდებს მკითხველს, არჩევნებში ხმა არ მისცენნაციონალურ მოძრაობას ან ქართულ ოცნებას. ქართულ ბეჭდურ მედიაში საკმაოდ ხშირად ირღვევა ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტები არ ერიდებიან სუბიექტურ და დაუსაბუთებელ მსჯელობას. მეტიც, მონიტორინგისთვის შერჩეულ გამოცემებში ხშირად გვხვდება ჟურნალისტთა ტექსტებში შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ. ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები ირღვევა გამოცემებში ალია, ასავალ-დასავალი, ვერსია, კვირის ქრონიკა და ახალი თაობა. ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების განსაკუთრებულად უხეში დარღვევები გვხვდება გამოცემებში ალია, ასავალ-დასავალი და კვირის ქრონიკა, ნათქვამია კვლევის შედეგებში, რომელიც ევროკავშირისა და გაერო- განვითარების პროგრამის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს, ინტერნიუს-საქართველოსა და CRRC- ჩაუტარებიათ, ჩვენზე დაკვირვებით აქეთ დოლარების თვლაში თითები რომ გაუმწვანდათ და გაზეთების ფურცვლაში ფრჩხილები გაუშავდათ, ნიღაბი გაისწორეთ ნიღაბი, ნამდვილი სახე გიჩანთ

 

და რაო, რაში გამოიხატებაო ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის დარღვევაო? 9 წელი შუბლი ტყვიისთვის რომ გვქონდა მიშვერილი, ნაციონალური რეჟიმი განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებს, სიმართლის თქმისთვის რომ დუბინკებით გვცემდნენ, იარაღით გვემუქრებოდნენ, გვაშანტაჟებდნენ და ჩვენ რომ მაინც სიმართლეს ვამბობდით, ამით ირღვეოდა ჟურნალისტური სტანდარტები? თავისუფლებისთვის მებრძოლი გაზეთები რომ არ უსხდებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს ჯიბეში, მათ კაბინეტებში რომ არ ვწერდით სტატიებს, ჩაწყობილ კითხვებს რომ არ ვუსვამდით რესპონდენტებს, ესაა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა? ხალხის სამსახურში რომ ვიდექით, უამრავი ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება რომ ვიხსენით, ესაა ეთიკის დარღვევა? თქვენ არ იცით, რომ ჩვენ განწირული ადამიანების ნაცრეჟიმისგან გადასარჩენად, ხშირად საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება ჩაგვიგდია საფრთხეში, ალბათ, არც ის იცით, რომ ჩვენ რეჟიმთან ბრძოლაში ვიყავით და არა ამურში, არადა რა ძნელია, როცა ხარ იმ პროფესიის ადამიანი და იმაზე მეტ ინფორმაციას ფლობ, ვიდრე უნდა ფლობდე, იმაზე მეტად ხედავ, ვიდრე ამას რიგითი ადამიანი ამჩნევს, იმაზე მეტად იჩაგრები, ვიდრე იმსახურებ! ახლა ჩვენ რა ვქნათ, პირში წყალი ჩავიგუბოთ და ყვავილები ვესროლოთ? ვითომ ამ ქვეყანაში არ გიცხოვრიათ, პიედისტალიდან იყურებით ერთი მიზნისთვის, მიიღოთ ფული!

 

თქვენ თუ არ იცით, მკვლევარებო, თქვენს დამფინანსებლებს მაინც ეცოდინებათ ერთი ძალიან სკანდალური ისტორია: ნიუ-იორკ თაიმსს თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უჩივლა. ამერიკაში დიდი სკანდალი აგორდა, საქმე უზენაესმა სასამართლომ განიხილა. ნიუ-იორკ თაიმსმა ისეთი დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომელიც გრიფით საიდუმლო იყო და თეთრმა სახლმა გაზეთს 2 მილიონამდე ჯარიმის გადახდა მოსთხოვა... სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და თქვა, რომ სახელმწიფო ინტერესი სწორედ ის არის, რაც ხალხს უნდა, ხალხს კი უნდა ის, რომ სიმართლე იცოდეს და ის, რაც ნიუ-იორკ თაიმსში გამოქვეყნდა, იყო სიმართლე!.. გაიგეთ, მკვლევარებო, ფულის კვლევამ კი არ უნდა დაგაბრმაოთ. თქვენ ვერ გვაიძულებთ, ხალხის მოტყუებას, ვერ დაგვინერგავთ კარგად მოტყუების სტანდარტებს, რადგან მხოლოდ კარგად ნათქვამ სიმართლეს შეუძლია ხელისუფლების გამოფხიზლება, ჩვენ მუდამ ხალხის გვერდით ვიდექით, ვდგავართ და დავდგებით, რადგან ჩვენი სიმართლე ხალხის სიმართლეზე სწორდება

 

საინტერესოა, როცა სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს კლავდა, როცა პატიმრებზე სექსუალურად ძალადობდნენ, ფოტოგრაფებს ჯაშუშების იარლიყით იჭერდნენ, ალიას და კვირის ქრონიკას ფანდურზე უნდა დაეკრა ნაცრეჟიმისთვის, თუ სერენადები ემღერა? სად იყავით, როცა ალია ჰოლდინგმა ჯაშუში ფოტოგრაფების დასახსნელად აქციების სერია გამართა? არ მახსენდება თქვენი პროტესტი, ან ახლა სად ხართ, როცა თავისუფალი მედია სასამართლომ 54 570 ლარით უსამართლოდ დააჯარიმა, სიმართლის თქმისთვის

 

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღემდე ვერ მოინელა ალია და ასავალ-დასავალი, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ .. მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც დასავლური დოლარებისთვის კარგად მიუგნია, სააკაშვილის გამონათქვამებთან უნისონში მოდის და ერთი ხელწერაა, კარგია, იმას მაინც აღიარებთ, რომ ალია და ქრონიკა არც ერთი პარტიის მიმართ მიკერძოებული არაა. ამით, თქვენდა უნებურად, კიდევ ერთხელ დაანახეთ ჩვენს მკითხველს, რომ ჩვენ ვართ სიმართლის სამსახურში და ზუსტად იმ ადეკვატურობით მივაბიჯებთ წინ, როგორც ამას ჩვენ მიერ დაქირავებული ხელისუფლებები იმსახურებენ



ნინო სამხარაძე

 

გაზეთი ალია

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016