reportiori.ge - გიორგი ბარამიძის ლისაბონური ვნებანი ანუ „არაფერი შეგეშალოს, ბიჭო!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:46
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
გიორგი ბარამიძის ლისაბონური ვნებანი ანუ „არაფერი შეგეშალოს, ბიჭო!“
ავტორი:
14 ივნისი, 2014. 23:54



4 ივნისს, „ვერსიაში“ გამოქვეყნებულ სტატიას ,,ბარამიძის ევრობაირამობა“, რომელშიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტების ნაწილი ავსახეთ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და სტატიის მთავარი ადრესატის, გიორგი ბარამიძის გაუგებარი რეაქცია მოჰყვა. „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართული ბრიფინგი ბარამიძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკანასკნელ პრესკონფერენციას მიუძღვნა. 15-წუთიანი შესავლის შემდეგ, რომელსაც ლაიტმოტივად, ,,ვერ აგისრულეთ, რასაც დაგპირდით, ისევ მოვედი თქვენთან“გასდევდა, გიორგი ბარამიძემ გაკვრით და ისე, სასხვათაშორისოდ აღნიშნა: „ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ისეთ მაკომპრომეტირებელ მასალებს გამოაქვეყნებს, როგორიც ჩემზე გამოქვეყნდაქრონიკაში“, თითქოს საბიუჯეტო თანხებს არასწორად ვხარჯავდი“...

 

„უვერტიურა“ სულ სხვა ოპერიდან! 

 

„არაფერი შეგეშალოს, ბიჭო!“ _ ისევ თქვენ დაგესესხებით, ბატონო გიორგი, რადგან კომპრომატები კი არა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2011-2012 წლების ანგარიშის აუდიტორული დასკვნა გამოვაქვეყნეთ, თანაცქრონიკაში“ კი არა გაზეთვერსიაში“! დიახ, ოდესღაც ვმუშაობდიქრონიკაში“, მაგრამ სულ რამდენიმე თვით, დაახლოებით 2005 წლის ნოემბერ-დეკემბერში... ბოლო ოთხწელიწადნახევარია, „ვერსიის“ ჟურნალისტი ვარ და წესით, თქვენ ეს არ უნდა შეგშლოდათ! რაც მთავარია, სტატიის თავში, ავტორის გვარისა და სახელის ქვეშ, ტელეფონის ნომერიცაა მითითებული. დაგერეკათ, ბატონო გიორგი და აგიხსნიდით, რა განსხვავებაავერსიასა“ დაქრონიკას“ ან ფაქტებსა და კომპრომატებს შორის! „არაფერი შეგეშალოთ“ იმიტომ, რომ იმ ფაქტების გამო, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მისი მმართველობის სფეროში არსებული სსიპ-ისსაინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ ფინანსური აუდიტის დროს გამოავლინა, გამორიცხული არ არის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას. დამიჯერეთ, ეს სულ სხვა, თქვენთვის არც ისე სასიამოვნოდ მოსასმენი ოპერიდანაა! „ვერსიის“ ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებსა და აუდიტორულ დასკვნას, რომელსაც თანდართული მასალების შვიდტომეული ერთვის, უახლოეს დღეებში, მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის.

 

რაც შეეხება კომპრომატებს“, ამ შემთხვევაშიც არაფერი შეგეშალოთ“, ბატონო გიორგი! იმიტომ, რომ თქვენთან ერთად, ბარებსა და კლუბებში არ მივლია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ნაყიდი 9 ცალი წითელი ვარდი, ჩემთვის აშკარად არ გიჩუქებიათ. შესაბამისად, მე ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, ვინც თქვენზე (ან ნებისმიერ, სხვა პოლიტიკოსზე) კომპრომატებს ფლობს ან უნდა ფლობდეს! კომპრომატი ის იყო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ლისაბონის ღამის კლუბში, ისევ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, თქვენი და თქვენი მეგობრების დროსტარების ამსახველი ფოტომასალა თქვენთან ერთად მყოფმა პირმა სხვადასხვა სოციალურ ქსელში რომ აგიტვირთათ! სხვათა შორის, ქართული დელეგაცია ლისაბონში გამართულ ნატო- სამიტზე იმყოფებოდა, ბრიტანული გამოცემა მორნინგ სტარის“ ინფორმაციით, მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალს ხელშეკრულება გაუფორმეს, დაიქირავეს და სასტუმროში მეუღლეების სტატუსით შეიყვანეს...

 

და კიდევ ერთი, რაც ირიბად ვერსიასა“ და ხელისუფლებას შორის კავშირს ეხება ეტყობა, დაგავიწყდათ და ამიტომ იძულებული ვარ, შეგახსენოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელმაც სკანდალური დასკვნის აქტი ექსკლუზიურად, ვერსიის“ ოფიციალური წერილის საფუძველზე გადმოსცა, ნაციონალური მოძრაობის წევრი და თქვენი კოლეგა, ლაშა თორდია ხელმძღვანელობს! სხვათა შორის, ვერსიამ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან თქვენი ყოფილი უწყების შემოწმების მასალები სრულად გამოითხოვა, მაგრამ ლაშა თორდიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 3 ივნისს, მხოლოდ ანგარიშის დასკვნა გადმოეცათ, რაც შოკისმომგვრელად სკანდალური აღმოჩნდა. ამ ანგარიშის თანდართული მასალების შვიდტომეული კი მხოლოდ 9 ივნისს, განმეორებითი წერილის საფუძველზე, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით გადმოგვცეს. მოკლედ, დიდხანს ცდილობდა თქვენი კოლეგა, იმ სკანდალური ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა გაზეთში არ გამოქვეყნებულიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით!

 

„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში თქვენი აბსურდული განცხადების შემდეგ, ისევ ვუბრუნდები ამ თემას და ერთმანეთის მიყოლებით, თქვენივე ბრძანებით, თქვენს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს გამოგიქვეყნებთ, რომლებითაც პრემიები და ხელფასები გამოიწერეთ! იმ დოკუმენტსაც გამოგიქვეყნებთ, რომლითაც თქვენი აპარატის დაფინანსებას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ითხოვდით! ბოლოს, სახელმწიფო  ყიდვებში დაშვებულ ხარვეზებს, სასტუმრო გუდაური სქაი რესორტში“ ერთ ღამეში გადახდილ ასტრონომიულ თანხას, ბრიუსელის სპა-მასაჟის სალონებში, სხვადასხვა სასტუმროებსა თუ კაზინოებში გახარჯულ საბიუჯეტო თანხებსა და ისტერნ პრომოუშენისგან“ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით, ჯაზფესტივალისთვის ნაყიდ ბილეთებსაც აგიფრიალებთ დესერტად, უკვდავი ჯაზკომპოზიცია – TAKE FIVE-ის სოუსითა და ელ ჯეროს არომატით!

 

მხოლოდ ფაქტები და არაფერი, ფაქტების გარდა!

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით, ევროკავშირის ქვეყნებში სპა-მასაჟებსა და ღამის კლუბებში გართობას არ იკლებდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებშიც გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებდა. ტენდერების მიმდინარეობისას, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებსა და შესაბამის დოკუმენტაციას აპარატი ელექტრონულ სისტემაში არ ტვირთავდა. სახელმწიფო აუდიტორები ასკვნიან, რომ ელექტრონული სისტემის საშუალებით, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების შესახებ შედგენილ დოკუმენტებსაც ვერ მიაკვლიეს.

 

სუბუქი ავტომანქანების დაქირავების მიზნით, აპარატის მიერ, 2010 წლის 29 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებში (SPA 100000500 სამგზავრო სედანის“ ტიპის მანქანა მძღოლთან ერთად და SPA 100000501 სამგზავრო უნივერსალის“ ტიპის მანქანა მძღოლთან ერთად, მინიმალური წარმომადგენლობითი მოთხოვნებით), მონაწილეობა მიიღო თითო პრეტენდენტმა, რომლებთანაც 2011 წლის 10 იანვარს გაფორმდა 2011/21 და 2011/22 ხელშეკრულებები, სავარაუდო ღირებულების შესაბამის თანხებზე. იმავე წლის 12 დეკემბერს, ხელშეკრულებებში ცვლილებები განხორციელდა და თითოეულ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულება 15%-ით, კერძოდ, 19 000 ლარიდან 21 800 ლარამდე გაიზარდა.

 

ხელშეკრულებების თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო კანონმდებლობით განსაზღვრულ სამუშაო დღეებში. საჭიროების შემთხვევაში, არასამუშაო დღეებშიც, ხოლო დღეში 100 კილომეტრის გავლის შემდეგ, შემსყიდველი მიმწოდებელს, დამატებითი საწვავითაც უზრუნველყოფდა. იმავე წლის 1 თებერვლისა და 1 აპრილის ცვლილებების შედეგად, ხელშეკრულებებს დაემატა ორი პუნქტი, რომლებიც თბილისის ფარგლებსგარეთ, ერთ სამუშაო დღეზე მეტი ხნით მომსახურების შემთხვევაში, დამატებით 100 ლარის და საწვავის საბაზრო ღირებულების 10%-ით ან მეტი ცვლილებისას, საწვავის წილის მატების ან კლების ანაზღაურების ხარჯებსაც ითვალისწინებდა. სახელმწიფო აუდიტორები დასკვნაში ამ ფაქტზე წერენ, რომ აღნიშნული ცვლილებები მხოლოდ სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა გაეთვალისწინებინათ, რაც სხვა პრეტენდენტებს იმის საშუალებას მისცემდა, ამ ტენდერებში მონაწილეობა მიეღოთ. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად კი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის უფრო ხელსაყრელი შედეგი დადგებოდა, როგორც ხელშეკრულების ღირებულების, ასევე გასაწევი მომსახურების ხარისხის მხრივ.

 

ახელმწიფო აუდიტორებმა შემოწმების შედეგად დაასკვნეს, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატში შესაბამისი კონტროლის მექანიზმები დანერგილი არ არის, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა, მიმწოდებლის მხრიდან დამატებითი მომსახურების გაწევისა და საწვავის ფასის ცვლილების შემთხვევაში, მისი პერიოდულობისა და მოცულობის დადგენა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორები ვერაფერს ამბობენ ტენდერის შედეგად, მიღებულ მომსახურებაში გადახდილი ფასის შესაბამისობის შესახებ.

 

ეს თანხა, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, 2011/21 ხელშეკრულების შემთხვევაში 20 700 ლარი, ხოლო 2011/22 ხელშეკრულების შემთხვევაში 20 500 ლარი იყო.

 

2012 წელსაც, ანალოგიური მომსახურების მიღების მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში (SPA 110032880 სამგზავრო სედანის“ ტიპის მანქანა მძღოლთან ერთად და SPA 110032883 სამგზავრო უნივერსალის“ ტიპის მანქანა მძღოლთან ერთად), მონაწილეობა მიიღო თითო პრეტენდენტმა, რომლებთანაც 2012 წლის 10 იანვარს, გაფორმდა 2012/25 და 2012/26 ხელშეკრულებები, სავარაუდო ღირებულების შესაბამის თანხაზე, რაც 24 500 ლარი იყო. სატენდერო დოკუმენტაციებით, სედანის“ ტიპის ავტომანქანის შემთხვევაში, მძღოლის ასაკი 21-დან 38 წლამდე განისაზღვრა, ხოლო სამგზავრო უნივერსალის“ ტიპის ავტომანქანის შემთხვევაში 38-დან 48 წლამდე. სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა, სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც აუდიტორებს სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ასაკობრივი კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობაში დაარწმუნებდა. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ ასაკობრივი კრიტერიუმების დადგენით, ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირთა რაოდენობა შეიზღუდა, რაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონს, უფრო კონკრეტულად კი შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომების უზრუნველყოფას ეწინააღმდეგება. რაც მთავარია, ხელშეკრულებები ამ შემთხვევაშიც იგივე მიმწოდებლებთან გააფორმეს, რომლებისგანაც აპარატი ანალოგიური სახის მომსახურებას 2011 წლის განმავლობაში იღებდა.

 

ავტომანქანის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის SPA 110031978 სატენდერო დოკუმენტაციაში, საქონლის ტექნიკური პირობების აღწერისას გამოყენებულია ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ადგილების რაოდენობა, ძრავის მოცულობა, საბურავის ზომა, ცხენის ძალა, აუდიო სისტემა, სანავიგაციო სისტემა. სახელმწიფო აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ ამ პარამეტრებს ერთობლიობაში, მხოლოდ შესაბამისი კლასისა და მარკის ავტომობილი აკმაყოფილებს, რაც თავის მხრივ, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი პირების მიმართ სამართლიან მიდგომებს არ უზრუნველყოფს. ამ კონკრეტულ ტენდერში მხოლოდ შპს ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მონაწილეობდა, რომელთანაც 2011 წლის 23 დეკემბერს, 2011/401 ხელშეკრულება გაფორმდა, სახელშეკრულებო ღირებულება კი 122 000 ლარით განისაზღვრა. გარდა ამისა, დამატებით, 800 ლარის ფარგლებში შეიძინეს ავტომანქანის ციმციმა და ტუნერი. აუდიტორული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ელექტრონულ ტენდერებში მონაწილე პრეტენდენტებმა, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი მონაცემებები სრულყოფილად არ წარადგინეს. მაგალითად, ფოტოსურათების ბეჭდვითი მომსახურებისა (SPA 110003087) და ლაზერული პრინტერების კარტრიჯების დატენვა- შეკეთების (SPA 110004692) მომსახურების მიზნით, გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერების მიმდინარეობისას, პრეტენდენტებმა წლების მიხედვით, ანალოგიური მომსახურების გამოცდილების შესახებ, მონაცემები არ წარადგინეს. სატელეფონო მომსახურების მიღების მიზნით, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში (SPA 110032739) მონაწილე პრეტენდენტმა არ წარადგინა ინფორმაცია საერთაშორისო ზარების ღირებულება, როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ოპერატორებთან. მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიას, მარეგულირებელი ნორმებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ტენდერში მონაწილე პირებისთვის ინფორმაციის დაზუსტების მოთხოვნით არ მიუმართავს. არადა, შესაძლოა, ამ ინფორმაციის დაუზუსტებლობა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის საფუძველიც კი გამხდარიყო.

 

გამარტივებული წესით განხორციელებული შესყიდვებისას, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, მომწოდებლებთან 2011-2012 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებები, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევითაა შედგენილი. კერძოდ, 2011/281, 2011/382, 2011/34 და 2011/262 ხელშეკრულებებში, საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები გათვალისწინებული არ არის; 2011/159. 2011/162 და 2011/72 ხელშეკრულებებში კონკრეტული მოქმედების ვადები მითითებული არ არის; 2011/169. 2011/21 და 2011/34 ხელშეკრულებებში, კანონის შესაბამისი მუხლისა და პუნქტის მითითებით, ხელშეკრულების დადების საფუძველი განსაზღვრული არ არის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტისბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2011-2012 წლებში, მიმწოდებლებთან ისეთი ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლებშიც კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები დარღვეულია.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისგ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მიმწოდებლებთან გაფორმებული 2011/63, 2011/79, 2011/78 და 2011/66 ხელშეკრულებების თანახმად, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ისეთი დასახელების საქონელი შეიძინა, როგორიცაა კედლის ლარტყა – 1 200 ლარი, მრგვალი მაგიდა – 1 400 ლარი, 7 ცალი სავარძელი – 2 800 ლარი, ჯვარედინი ფორმის მაგიდის ძირი – 500 ლარი. სახელმწიფო აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში, აპარატის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა

 

ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, ერთ-ერთი საინტერესო თავი ტრანსპორტის დაქირავების ხარჯებია. მარტივად რომ ავხსნათ, ერთი და იგივე მიმართულებით, ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებებში, საბიუჯეტო თანხები სულ სხვადასხვანაირადაა გახარჯული. ტრანსპორტის მომსახურების მიზნით, აუდიტის პერიოდში, სხვადასხვა მიმწოდებლებთან ჯამში 11 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა. 2012 წლის 22 მარტს, ღონისძიებისთვისევროკავშირიაღმოსავლეთის პარტნიორობის პირველი ფორუმის“ სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების მიზნით, შპს გრატისთან“ 2012/100 ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ღირებულება 5 400 ლარი იყო. ხელშეკრულებას წინასწარი ხარჯთაღრიცხვა არ ახლავს, მაგრამ გამარტივებული ანგარიშფაქტურის დანართი 1-ის მიხედვით, რაც აპარატმა აუდიტორებს წარუდგინა, ირკვევა, რომ კომპანიას შემდეგი სახის მომსახურება აუნაზღაურდა: მიკროავტობუსით (კლასი მითითებული არ არის) თბილისი- აეროპორტი-თბილისი – 150 ლარი, სულ 3 რეისი განხორციელდა, რაც ჯამში 450 ლარი დაჯდა; მსუბუქი ავტომობილით თბილისი-აეროპორტი-თბილისი – 120 ლარი, 5 რეისი შესრულდა, რამაც ჯამში 600 ლარი შეადგინა; საბარგო ავტომობილით თბილისი-აეროპორტი-თბილისი – 120 ლარი. რაც შეეხება თბილისში მომსახურებას, მიკროავტობუსი 1 დღე – 350 ლარი; მსუბუქი ავტომობილი 1 დღე – 250 ლარი; ავტობუსი 1 დღე – 450 ლარი.

 

სხვადასხვა ხელშეკრულების მიხედვით, თბილისი-გუდაური-თბილისის მიმართულებით მომსახურება, ერთ შემთხვევაში ანაზღაურებულია 800 ლარით, ხოლო სხვა შემთხვევაში – 1 000 ლარით. თბილისი-გორი-რუსთავის მიმართულებით, E კლასისმერსედესის“ მარკის ავტოტრანსპორტით მომსახურებაში 296 ლარი და 61 თეთრით აანაზღაურეს, ხოლო იმავე ავტომობილით, მხოლოდ თბილისი-გორის მიმართულებაში 338 ლარი გადაიხადეს! სახელმწიფო აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ მარშრუტების მიხედვით ანაზღაურებული თანხები, ბაზარზე დღეს არსებულ ღირებულებას აშკარად აღემატება!   

 

გართობა ჯაზფესტივალზე და 4 500-ლარიანი ნომერი სასტუმროში! 

 

წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეულმა საკასო და ფაქტობრივმა ხარჯმა 2011 წელს, 332 700 ლარი, ხოლო 2012 წელს – 157 900 ლარი შეადგინა. აუდიტის პერიოდში წარმოდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაცია კი სერიოზული ხარვეზებით ხასიათდება, რადგან ამ დოკუმენტებში (ბრძანება, ჩეკი, ინვოისი, მენიუ, მიღება-ჩაბარების აქტი), მხოლოდ გაწეული ხარჯის ზოგადი არსია მითითებული. აპარატის ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ ბრძანებაში სტუმრების ვინაობა და მათი რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.

 

მაგალითად, 2011 წლის 2011/210 ხელშეკრულების საფუძველზე, მე-8 საერთაშორისო კონფერენციისსაქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეთა განთავსებისა და საკონფერენციო მომსახურების მიზნით, 20 900 ლარი გაიხარჯა.

 

სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი სტუმრების რაოდენობა და დღეების მიხედვით გასაწევი სასტუმროსა და საკონფერენციო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა. აუდიტორებს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტი და მთლიანი თანხის ანგარიშფაქტურა გადასცეს. ამავე კონფერენციის გახსნის მიზნით, სტუმრებისთვის ვახშმის უზრუნველსაყოფად, 2011 წლის 21 ივლისს, მიმწოდებელთან გაფორმდა 2011/215 ხელშეკრულება, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 300 ლარი გაიხარჯა. ამ შემთხვევაში, არც ბრძანება და არც ამ ბრძანების საფუძველზე გაწეული ხარჯების დოკუმენტაცია სტუმრების რაოდენობის შესახებ მონაცემებს არ შეიცავს. აუდიტორებს მხოლოდ მთლიანი თანხის ანგარიშფაქტურა და მიღება- ჩაბარების აქტი წარუდგინეს.

 

ევროკავშირი-აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ფორუმის გამართვასთან დაკავშირებით, 2012 წელს, 16 400 ლარის ღირებულების 2012/110 ხელშეკრულება გაფორმდა. სახელმწიფო აუდიტორებს წარუდგინეს ჩეკი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 23 მარტს, მომსახურება გაუწიეს 140 კაცს (მოცეკვავეების, მუსიკოსებისა და ოპერატორების მომსახურება 1 700 ლარი, ხოლო რესტორნის მომსახურება 14 700 ლარი, ჯამში 16 400 ლარი დაჯდა). სახელმწიფო მინისტრის 2012 წლის 21 მარტის 36 ბრძანებაში, რაც ღონისძიებისთვის წარმომადგენლობით და სხვა ხარჯებს ეხება, მიწვეული სტუმრების რაოდენობა და ვინაობა განსაზღვრული არ არის.

 

სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების მიზნით, 2011 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ბიუჯეტიდან 5 400 ლარი გახარჯა. 21-24 ივლისს, ბათუმის ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთების შესაძენად, 2011/213 ხელშეკრულების საფუძველზე, 4 000 ლარი გახარჯეს. 21 ივლისს, 40-ლარიანი 30 ბილეთი; 22 ივლისს, 40-ლარიანი 35 ბილეთი; 23 ივლისს, 60-ლარიანი 10 ბილეთი, ხოლო 24 ივლისს, 90-ლარიანი 9 ბილეთი შეიძინეს. სახელმწიფო აუდიტორებმა, იმის საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს, რომლითაც მიწვეული სტუმრების ვინაობასა და მათზე გაწეული ხარჯების რეალობაში დარწმუნდებოდნენ. სახელმწიფო მინისტრის 30 ივნისის 151 ბრძანება, 2011 წლის 21-23 ივლისს დაგეგმილი, მე-8 საერთაშორისო კონფერენციის _ საქართველოს ევროპული გზა ფარგლებში, ღონისძიების ორგანიზებასა და ფინანსურ უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ღონისძიების დასრულების შემდეგ, 24 ივლისს, აპარატმა ბათუმის ჯაზფესტივალისთვის 800 ლარის ღირებულების ბილეთი შეიძინა, თუმცა შეძენის აუცილებლობა ვერ დაამტკიცა, რაც ზედმეტად გაწეული ხარჯია.

 

2011 წლის 22 ივნისის 148 ბრძანების საფუძველზე, 1-5 ივლისს, უკრაინის უზენაესი საბჭოს დეპუტატების ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, კულტურული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, შპსისტერნ პრომოუშენისგან“ 2 300 ლარის ღირებულების ბილეთი შეიძინეს. აპარატმა სახელმწიფო აუდიტორებს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებიანგარიშფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტი ვერ წარუდგინა, რის გამოც გაწეული მომსახურების რეალობა, შეძენილი ბილეთების რაოდენობა და გადახდილი თანხის შესაბამისობა ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით, ვერ დგინდება.

 

უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებული საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის 2012 წლის 12 მარტის #30 ბრძანებით, აპარატს სახელმწიფო მინისტრის 15-16 მარტს, გუდაურში მივლინებისა და წარმომადგენლობითი ხარჯის სრულად ანაზღაურება დაევალა. სახელმწიფო აუდიტორებს შპსგუდაური სქაი რესორტის“ მიერ, 17 მარტით დათარიღებული PRO-FMAMA ინვოისი წარუდგინეს, რომლითაც ერთი ღამით, სასტუმრო ნომრის ღირებულება 4 500 ლარითაა ანაზღაურებული, რაც ამავე სასტუმროში დადგენილ ტარიფებთან სრულ შეუსაბამობაშია. „გუდაური სქაი რესორტში“, ერთ დღე-ღამეში სასტუმრო ნომრით მომსახურების მაქსიმალური ღირებულება (საპრეზიდენტო ნომერი) 1 800 ლარია 

 

მაია მიშელაძე

 

გაზეთი „ვერსია“


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016